პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძისა და თენგიზ ცერცვაძის თაოსნობით, არიან პოლიტიკური იარაღი...-ვაშაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142238
ყველაზე მეტად ვწუხვარ იმაზე, რომ პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძისა და თენგიზ ცერცვაძის თაოსნობით, არიან პოლიტიკური იარაღი, შესაძლებლობა ხელისუფლების ხელში-განაცხადა "ახალი საქართველოს" ლიდერმა. გიორგი ვაშაძის განმარტებით, ის ექიმები, რომლებიც ტესტირებებს ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ „ქართული ოცნების" გავლენის ქვეშ არინ.
„მათ ხელისუფლების შენარჩუნების არანაირი შანსი არ ჰქონდათ და ახლა უნდათ ხელისუფლება შეინარჩუნონ. ყველაზე მეტად ვწუხვარ იმაზე, რომ ექიმები, რომლებიც გამოდიან, ბატონების - პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძისა და თენგიზ ცერცვაძის თაოსნობით, არიან პოლიტიკური იარაღი, შესაძლებლობა ხელისუფლების ხელში. დღეს ყველა თანხმდება, რომ ტესტები გვჭირდება. "ქართულ ოცნებას" იმიტომ არ ჩამოაქვს ტესტები, რომ ეკონომიკური იზოლაცია გაახანგრძლივოს,"- განაცხადა ვაშაძემ.