ხანდაზმულები დარჩით სახლში
Tbilisi Daily
აქართველოს მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს და მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს გზავნის.
მთავრობა ხანდაზმულებს მოუწოდებს დარჩნენ სახლში.
„9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში – თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი, გორი, ფოთი – 22:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებებით.
საქმიანობას შეაჩერებენ მუნიციპალური და კერძო საბავშვო ბაღები. მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შესამცირებლად.
დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ცხელ ხაზზე – 144.
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ერთჯერადი საშვის მისაღებად კი დარეკეთ 144- 1-ზე.
ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია, ხანდაზმულები დარჩით სახლში“,- ნათქვამია მათ მიერ გამოგზავნილ შეტყობინებაში.