ქვეყანა დარჩენილია ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე-ლომჯარია
Pirveliradio Ge
ქვეყანა დარჩენილია ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე-განაცხადა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ოკუპანტების მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის ოჯახში სტუმრობისას. მან ასევე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის არაეფექტურობაზეც გააკეთა აქცენტი.
„რაც ყველაზე მეტად ართულებს ვითარებას, რეალურად, მსგავსი ტიპის შემთხვევების დროს, როდესაც საქმე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას ეხება, ჩვენ, როგორც სახელმწიფოს, არ გვაქვს არანაირი მექანიზმი, რომ ასეთ დროს ქვეყანამ ეფექტური რეაგირება მოახდინოს. არ მუშაობს ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი, ჟენევის ფორმატი მსგავსი შემთხვევების რეაგირებისთვის არ არის ეფექტური და რეალურად, ქვეყანა დარჩენილია ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტური მექანიზმის გარეშე“, - განაცხადა ლომჯარიამ.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=147173