დღეს, პირველ ივნისს, მარნეულის სოფელ მარეთში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

Marneuli Daily

დღეს, პირველ ივნისს, მარნეულის სოფელ მარეთში კორონავირუსის სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციარადიო „მარნეულს“ სანდო წყარომ მიაწოდა. მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ კორონავირუსის დაფიქსირებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება არ ისურვა. ამბობს, რომ დაკავებულია და ახლა არ სცალია. „მომისმინე რა გითხრა, ნუ მიშლით ხელს მუშაობაში. მე სალაპარაკოდ ჯერ არ მცალია, არ დამიმთავრებია ჯერ და რა გითხრათ. ეხლა ვართ გასული კერებში, ნუ მიშლით ხელს“ - განაცხადა ინტერვიუს დროს ეთერ ლაფერაძემ მედიას ზარებს არ პასუხობს მარნეულის მერი ზაურ დარგალი და მისი მოადგილეები. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ახალ წყაროს არ უკავშირდება. ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. აღსანიშნავია, რომ 31 მაისის მონაცემებით, 26 დღის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის არის იყო დაფიქსირებული კორონოვირუსი. #Covid -19 #მერეთი #მარნეული #marneulidaily წყარო: რადიო მარნეული #ახალიამბები #news