კორონავირუსის შემთხვევების გამო აჭარაში 11 სკოლა და სამი ბაღია დახურული

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

კორონავირუსისშემთხვევების გამო აჭარაში სულ 11 სკოლაა დახურული. ინფიცირებულები არიან როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები. ბოლო დღეების განმავლობაში დაიხურა ბათუმის №2-ე, №28-ე და ხელვაჩაურში,თხილნარისსაჯარო სკოლა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ ​კორონავირუსისშემთხვევების დადასტურების გამო, რეგიონში დროებით დახურულიიყო5 ბაღი. მათ შორის ორი დღეს იწყებს მუშაობას, ერთი კი ხვალ. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე 14 კლასია დისტანციურ რეჟიმზე, მათიდიდი ნაწილი ბათუმის სასწავლო დაწესებულებებია. ხვალიდანხუთი კლასი დისტანციურად სწავლებას დაასრულებს. ორკვირიანი პაუზის შემდეგ ბათუმის 14-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეები დაბრუნდნენ და სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა. აჭარის საზოგადოებრივიჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის განმარტებით, შემთხვევების მატება არის, თუმცა არა ნახტომისებური. ბოლო ორი კვირის მაჩვენებელი კი საყურადღებოა.