ბათუმში PCR ტესტირებისთვის კარვები ორ ლოკაციაზეა გაშლილი - აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, PCR ტესტირებისთვის კარვები ბათუმში ორლოკაციაზე- ე.წ. ხოფისბაზრობისადა ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაშლილი. ასევე ქობულეთის მუნიციპალიტეტში - მერიის შენობის მიმდებარედ.
მათივე ცნობით, აქტიური PCR ტესტირება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში ხორციელდება.
ბათუმის N1 პოლიკლინიკა, მის: ტბელ აბუსერიძის ქ. N2;
საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ბარათაშვილის ქ.N30;
ევექსის ამბულატორია, მის: სელიმ ხიმშიაშვილის ქ. N20;
N4 პოლიკლინიკა, მის: ტაბიძის ქ. N7;
თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი, მის: ტბეთის ქ.N4.
მოქალაქეებს შეუძლიათ, აღნიშნულ კლინიკებს 10:00 - 17:00 საათამდე მიმართონ.
'აჭარაშიკორონავირუსითგამოწვეული ინფექციის მართვაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან ერთად ჩაერთო კლინიკა „მედალფა“ და ინფექციური საავადმყოფო, რომელთაც გუშინ უკვე მიიღესკოვიდინფიცირებულიპაციენტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კიდევ 300-მდე საწოლის მობილიზება.
რეგიონში არის საკმარისი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსი, ინფიცირებული პაციენტების სამედიცინო დაწესებულებებში განსათავსებლად. ყველაკოვიდინფიცირებულიპაციენტი, რომელსაც ექნება სტაციონარში განთავსების საჭიროება, მიიღებს შესაბამის სრულყოფილ სერვისს.
18-65 წლამდე პაციენტები, რომელთა დაავადებაც უსიმპტომოდ მიმდინარეობს,გადაყვანილიქნებიან შესაბამის საკარანტინო სივრცეში მედპერსონალის მუდმივი კონტროლის ქვეშ“,- აღნიშნულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.