სააკაშვილი: სამების ტაძრის გუმბათის მოოქროვებაც და ყველაფერი, ჩემი ინიციატივა იყო

Tbilisi Daily

“ზუსტად იგივე უნდა დააბრალო ადამიანს, რის წინააღმდეგაც ყოველთვის იბრძოდა. ჩემთვის გარეჯი ყოველთვის იყო ძალიან მტკივნეული და სენსიტიური თემა დათითქმის შევთანხმდით, რომ არ ყოფილიყო ბოლოს ეს ხელისუფლების შეცვლის თემა” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში. “ეს დაახლოებით იგივეა, რომ სააკაშვილი ეკლესიებს ანგრევდა, როცა ის ხალხი, ვინც ბაგრატის ჩემს მიერ აღდგენილ პროექტს ეწინააღმდეგებოდა, ახლა მიდის და ბაგრატის ფონზე იღებს ფოტოებს ის ხალხი, ვინც არ იცის, რომ ნეკრესი პრაქტიკულად მკვდრეთიდან აღვადგინეთ. გრემში, ალავერდში სერიოზული სამუშაოები ჩავატარეთ. სხვათა შორის, სამების ტაძრის გუმბათის მოოქროვებაც და ყველაფერიც, ჩემი ინიციატივა იყო და ასე შემდეგ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.