დღეიდან 21:00 საათის შემდეგ გარეთ გასვლა ისევ აკრძალულია

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დღეს, 21:00 საათიდან კვლავ ძალაში შედის ქვეყნის მაშტაბით გადაადგილების შეზღუდვაზე დაწესებული შეზღუდვები. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 2000 ლარით დაჯარიმდება, გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ სპეციალური საშვებით, რომლის მიღებაც ცხელ ხაზზე - 144-ზე დარეკვით არის შესაძლებელი. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე ტრანსპორტისა და მოქალაქეების გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს. გამონაკლისი იქნება 6 იანვრის ღამე, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შობას აღნიშნავს. https://www.radiotavisupleba.ge/a/31029355.html #ახალი_ამბები #twitter