ზუგდიდში კორონავირუსზე გამოკვლეული 404 ადამიანს ინფექცია არ დაუდასტურდა
Tbilisi Daily
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 404 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს. ყველა პასუხის უარყოფითია.
გამოკვლეულებს შორისაა, ცხელების ცენტრების 23 პაციენტი, სამედიცინო პერსონალის 37 წარმომადგენელი, შსს-ს 237 თანამშრომელი, ფოთის საბაჟოს 70 თანამშრომელი, 27 მძღოლი. ასევე, კორონავირუსზე შემოწმდა ორი პირი კარანტინიდან და ექვსი თვითიზოლაციიდან.