Galaxy S20-ის ბიუჯეტურ ვერსიას Samsung-ი 23 სექტემბერს წარადგენს

Tbilisi Daily

სამხრეთ-კორეული კომპანია Samsung Electronics-ი 23 სექტემბერს აპირებს ოფიციალურად წარმოადგინოს მის სმარტფონების ხაზში ფლაგმანი მოდელის - Galaxy S20-ის ბიუჯეტური ვერსია. ამის შესახებ სააგენტო Yonhap წერს. კორპორაციამ მანამდე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მომავალ კვირას აპირებს აქციის გამართვას Galaxy Unpacked for Every Fan, ისე რომ, არ დაუკონკრეტებია რაში მდგომარეობდა მისი არსი. „წლების განავლობაში Samsung-ს განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა Galaxy-ის მოწყობილობების ფანებთან. მათი გამოხმაურებები ჩვენ გვეხმარება გასაოცარი ინოვაციების შექმნაში, რაც მობილური მოწყობილობების გამოყენებას ყველასთვის სასიამოვნოს ხდის“, - წერია კომპანიის პრეს-რელიზში.