ხელვაჩაურში აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

გაზმომარაგებაში შეზღუდვებია.ხელვაჩაურში აბონენტების ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. აჭარის მაუწყებელი ''სოკარ-ჯორჯიაგაზს'' დაუკავშირდა. კომპანიაში გვითხრეს, რომ თოვლისა და უამინდობის გამო ტექნიკური შეფერხება, რის გამო მოქალაქეთა ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა. მათივე განმარტებით, მიმდინარეობს დაზიანებული მონაკვეთების დაზუსტება და ჯგუფები შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ. კომპანიის წარმომადგენლებისინფორმაციით, აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგებათ.