სასამართლო შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს

Pirveliradio Ge

დღეს, მცხეთის საქალაქო სასამართლო 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს. პროცესი 11 საათზე დაიწყო. თერთმეტივე დაკავებულს აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ადვოკატები კი გირაოს ითხოვენ. "მივმართე გენერალურ პროკურატურას სისხლის სამართლის ცალკე წარმოებად გამოყოფის მოთხოვნით, სამი პირის მიმართ, საბა ჩხატიშვილის მიმართ, ერთ-ერთი ბრალდებულია, რომლის საქმეზე გამოყოფასაც ვითხოვ. შესაბამისად, მათი ინტერესების დამცველი ადვოკატებისგანაც, ვგულისხმობ წაქაძისა და გოგშელიძის ადვოკატებმაც, რამდენადაც ვიცი მიმართეს შუამდგომლობით. ამ სამი პირის მიმართ საქმის გამოყოფას ვითხოვთ," - თქვა ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ.