საქართველოში მიწისძვრა მოხდა

Tbilisi Daily

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ქარელის მიმდებარედ დღეს უკვე მეორედ შეინიშნებოდა სეისმური აქტივობა. „თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთით 18 კმ-ში, სოფელ მუხილეთთან მოხდა 4.4 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა“ - წერია დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ბიძგები ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეში შეინიშნებოდა. იქამდე, 05:54 წუთზე ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთ, 21კმ-ში. სოფელ ლევიტანასთან 4.5 გაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.