ბოლო მოდელი არ მაქვს, ბოლო გამოვიდა iPhone 12, ეს არის iPhone 11 Pro - მეუფე ნიკოლოზი

Pirveliradio Ge

ბოლო მოდელი არ არის, ბოლო მოდელი გამოვიდა iPhone 12, ეს არის iPhone 11 Pro - ამის შესახებ განცხადება, უმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა TV პირველის ეთერში საუბრისას გააკეთა. "კამერა ეს არის იარაღი ადამიანის ხელში, მეც მაქვს ეს კამერა. ბრალი დამდეს, რომ ბოლო მოდელის ტელეფონი მაქვს. იმიტომ მაქვს ზუსტად ეს ტელეფონი, რომ ამას გადიდების ფუნქცია აქვს და ლინზა არ სჭირდება. ადრე ლინზით ვიღებდი. ბოლო მოდელი არ არის, ბოლო მოდელი გამოვიდა iPhone 12, ეს არის iPhone 11 Pro.” - აცხადებს მეუფე ნიკოლოზი.