ოთარ ფარცხალაძის ძმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

Tbilisi Daily

ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ძმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ როგორც უწყებაში აცხადებენ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა/გადაზიდვას გულისხმობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში, 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. უწყებაში დაკავების შესახებ დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. #news#სამართალი#ნარკოდანაშაული#დაკავება#ყოფილი გენერალური პროკურორი#ოთარ ფარცხალაძე# ძმა#tbilisdaily#dailynews