კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევა ფოთში.

Zugdidi Daily

ფოთის ნავსადგურზე თავდაცვის სამინისტრომ შეხვედრა გამართა. თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე მონაწილეობდნენ, როგორც საქართველოდან, ასევე თურქეთიდან და ამერიკიდან ნატოს ჯარების წარმომადგენლები. შეხვედრაზე მყოფ თურქეთის მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ოფიციალურ შეხვედრას 13 პირი, მათ შორის, ფოთის ნავსადგურის 2 თანამშრომელი ესწრებოდა. მათ ტესტები უკვე ჩაუტარდად, პასუხები კი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფოთის ცენტრის დირექტორის მოადგილე ზინაიდა გაგუა ამასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს : „თურქეთის მოქალაქეს.ვირუსი ბათუმში დაუდასტურდა და ამჟამად ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში წევს, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. შეხვედრას 13 კაცი ესწრებოდა, მათ შორის, ორი ჩვენი საზღვაო ნავსადგურის წარმომადგენელია. ორივე იქნა გუშინ დატესტილი და პასუხს ველოდებით დღის ბოლოს. ორივე გადასულია თვითიზოლაციაში. დღეისათვის მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.“ ნავსადგურის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრა უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობდა, მიმდებარე ტერიტორიაზე კი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. #ფოთი #სამეგრელო #თურქეთი #ამერიკა #ნატო #ჯარები #შეხვედრა #წარმომამდგენლები #ფოთის ნავსადგური #კორონავირუსი #დადასტურებულიშემთხვევა #zugdididaily _____________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com