ქვეყნები, რომლებთანაც ცირკულარული მიგრაციის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს
Tbilisi Daily
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცირკულარული შრომის მიგრაციის თაობაზე საქართველოს მოლაპარაკებები აქვს საფრანგეთთან, საბერძნეთთან და ისრაელთა. ამავე ინფორმაციით, გარკვეული მოლაპარაკება მიმდინარეობს კვიპროსთან.
„რაც შეეხება ცირკულარულ მიგრაციას, შემდეგი ქვეყნები, რომლებიც ჩვენ მოლაპარაკების რეჟიმში გვყავს, ეს არის საფრანგეთი, საბერძნეთი და ისრაელი, თუმცა, კვიპროსთანაც მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკება. ასევე გერმანიის შემდეგ, ებდპ
ევროპის არაერთი ქვეყნიდან გვქონდა გამოხმაურება და ინტერესი. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ გერმანიისთვისაც ეს არის ერთ-ერთი პილოტური პროექტი, რადგან 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც მათ მსგავსი პროგრამების განხორციელება შეწყვიტეს განვითარებადი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელთანაც გერმანიამ ხელშეკრულება დადო და საკმაოდ, დადებითი გამოხმაურება ჰპოვა ამან საერთაშორისო საზოგადოებაში.
რაც შეეხება ცირკულარული მიგრაციით მოსახლეობის დასაქმებას, აქ ჩვენ არ გვაქვს შეზღუდვა გერმანიის მხრიდან, ვინაიდან, ვიცით, რამდენად დიდია გერმანიის ბაზარი და საჭიროება, თუმცა, მთვარი ფაქტორი არის ასაკოვანი ბარიერი, ენის მინიმალური ცოდნა და ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, სხვა მხრივ გერმანულ მხარეს ჩვენთვის შეზღუდვები არ დაუწესებია“, - აღნიშნა ტიკარაძემ.