თურქეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების საკითხზე ვმუშაობთ - საგარეო
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აქტიურად მუშაობსთურქეთიდან საქართველოს მოქალაქის გადმოსასვენებლად. გავრცელებული ინფორმაციითმოქალაქე სტამბულში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლეს. გარდაცვლილს ექსპერტიზა ჩაუტარდა დაპირველადი მონაცემებით მას ძალადობის კვალი და აგრეთვე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.
''გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოკლულია საქართველოს მოქალაქე. ასევე ითქვა, რომ თითქოს ამ დანაშაულში ეჭვმიტანილია ასევე ქართველი, თუმცა თურქეთის პოლიციას დაზუსტებული ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. ცხედარი პროზექტურაშია და ვმუშაობთ, რომ ცხედრის გადმოსვენება მოხდეს'' - საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრის მოადგილემ.