შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა.
მხარეებმა ყურადღება ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზეც გაამახვილეს. მათი შეფასებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში განხორციელებული პირველი ვიზიტი ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთობაზე მიუთითებს.