ბრაზილიაში COVID-19-ით 612 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 17 110 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 867 624-მდე გაიზარდა. კორონავირუსით 44 332 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 612 პაციენტი გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა.