საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საქართველოში კორონავირუსის139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსიდაამარცხა კიდევ 129 პირმა, გარდაიცვალა კიდევ 10 პაციენტი. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.63%. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 464 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 887 PCR ტესტით. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 24, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 10, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.