აჭარაში კორონავირუსის 166, იმერეთში 55, თბილისში 41 შემთხვევა გამოვლინდა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევიდან, 166 შემთხვევა აჭარაში, 55 იმერეთში, 41 თბილისში, სამეგრელო ზემო სვანეთში კი 18 შემთხვევა გამოვლინდა. გურიაში კორონავირუსი 9 პაციენტს დაუდასტურდა, ქვემო ქართლში 3-ს. რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთსა და კახეთს, იქ კორონავირუსის თითო-თითო შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ყველა ინფიცირების წყარო ცნობილია. მისივე თქმით, 19-მდე გაიზარდა კრიტიკული პაციენტების რაოდენობა. მათგან 17 მართვით სუნთქვაზე იმყოფება. 26 სექტემბრის მონაცემებით, ვირუსისგან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 1819 - მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 781-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. https://www.radiotavisupleba.ge/a/30859023.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)