აფხაზი ერი

0
აფხაზეთის დაკარგვის მთავარი მიზეზი აფხაზების სხვა ერად მიჩნევა იყო. აფხაზები უხსოვარი დროიდან სხვა ქართველ ტომებთან ერთად ქმნიდნენ გაერთიანებებს ტომთა და ტერიტორიების ანუ ქვეყნებს(კოლხეთი, ლაზიკა, აფხაზეთის სამეფო და ბოლოს საქართველო). მეცხრამეტე საუკუნეში ლინგვისტიკის(ენათმეცნიერების) განვითარებამ დაადგინა, რომ აფხაზური ენა არ არის ქართული ენა და ვინაიდან ლინგვისტიკით აღფრთოვანდა ისტორიკოსები და ეთნოლოგები დაიწყო ერების ლინგვისტიკით დახარისხება. მარტივად რომ ვთქვათ, აფხაზები ქართველი ერისგან გარიცხეს ლინგვისტებმა. რა არის ერი? ნუთუ მართალია ლინგვისტიკა? სინამდვილეში ერების მკვლევარები მიდიან იმ დასკვნამდე, რომ ენა არ არის აუცილებელი რამ ერის არსებობისათვის ან არ არსებობისათვის. აი მაგალთად იტალიაში უამრავი ენებია მაგრამ იტალიელები ერია და არა სხვადასხვა ერები. ავსტრიელებს ენა საერთოდ არ აქვთ მაგრამ ერია. რა არის ერი? არსებობდა(ახლა ნაკლებად პოპულარულია ეს აზრი) ლიბერალური შეხედულება რომელიც ფრანგული რევოლუციიდან იღებდა სათავეს, თითქოს ერები წარმოიშვა ფრანგული რევოლუციის შემდეგ და ერი არის ქვეყნის მოქალაქეები. ცხადია ეს არასერიოზულია ჯერ იქიდან გამომდინარე, რომ სიტყვა ერით გაძეძგილია ძველი ისტორიული მასალები(ბიბლია, ეგვიპტური, ურარტული, ასურული, ხეთური ა.შ. ) და სიტყვაზე ქართველების რუსეთის იმპერიის მოქალაქეობა არ ნიშნავდა მათ რუსობას! მოკლედ ეს დებულება არასერიოზულია. მაშ რა არის ერი? მკვლევარები(დასავლელი თუ სხვა სივრცის)  ერს ძალიან კონკრეტულ რაღაცას უკავშირებენ, ეს არის საერთო სხეულში გაერთიანება და სხვებისგან გამიჯვნა(გამიჯვნაში ვიგულისხმოთ ის, რომ ყველა ვერ გახდება ამის ნაწილი). ეს საერთო სხეული მაგალითად შეიძლება იყოს კომპლექტი: რელიგიური ინსტიტუციის, კულტურის, რომელიმე ენის დომინაციის(ან თუ ერთი ენაა მაშინ ერთი ენა) მოკლედ ერთობა. შემდგომ ერთობა ხშირად აყალიბებს ერი-სახელმწიფოს ანუ თავის სახლს/საარსებო გარემოს. საქართველოს შექმნა განაპირობა ქართველი ერის გაჩენამ(იბერიის და ლაზიკის განადგურების შემდგომ იწყება ეს პროცესი) რაც სხვადასხვა ტომების ერთ სხეულში ანუ ერში გაერთიანების გამო განხორციელდა. ეს სხეული იყო ავტოკეფალია, სალიტერატურო ქართული და ბოლოს მეფით დაგვირგვინდა. ცხადია ეს ერთობა ეფუძნებოდა დიდ კულტურულ სიახლოვეს რაც კოლხეთის დროიდან ყალიბდებოდა ქართველ ტომთა(იმ ტომთა შორის რომლებმაც შემდგომ საქართველო დაარსეს) შორის. რა ჰგონიათ ჩვენთან ერი? ჩვენთან ერი ჰგონიათ ქართულზე ან ქართულის მონათესავე ენებზე მოსაუბრე ხალხების სახელწოდება. სინამდვილეში ეს ესე არ არის. სვანი იმის გამო, რომ ქართველური ენაა სვანური არ ნიშნავს აუცილებლად მის ქართველობას. სიტყვაზე ინგლისური ენა გერმანიკული ენაა მაგრამ ინგლისელები არ არიან გერმანელები ხოლო ფრანგული იტალიკური ენაა მაგრამ ფრანგები იტალიელები არ არიან. არც ქართულ ენაზე მოსაუბრეობაა ქართველობა ვინაიდან ავსტრიელი სხვა ერია მიუხედავად მათი გერმანული ენისა და საერთოდ ენა არის ძალიან ზოგადი და არაკონკრეტული რამ. პირობითია ენის დიალექტისგან გამიჯვნა. აჭარული დიალექტი და სალიტერატურო ქართული უფრო დაშორებულია ვიდრე უკრაინული და რუსული მაგრამ აჭარული დიალექტი არის ქართული ხოლო უკრაინული სხვა ენა ანუ პოლიტიკურია ეს გაყოფა ვიდრე ფაქტობრივი. შესაბამისად აჭარელის სიტყვაზე ქართველად იმის გამო მიჩნევა, რომ ქართული ენის დიალექტზე საუბრობს არასწორია. მაშინ ვინ არის ქართველი? რა არის კრიტერიუმი ქართველობის? ქართველი არის იმ ხალხის(ტომების) შთამომავლობა ვინც  გაერთიანდა და მათმა გაერთიანებმა დაარსა საქართველო(XI საუკუნე). ცხადია ამ ხალხისგან ვიღაც ინდივიდები გავიდა და ნაწილი შემოვიდა ასიმილირდა მაგრამ მთავარი ეს ნაკადია, ეს ახდენს ქართველიზაციას. სიტყვაზე თავი მიგაჩნია ქართველად, შენი წინაპარი შეიძლება ჩამოსახლდა ინგუშეთიდან მაგრამ შენ წარმოდგენაც არ გაქვს ამაზე. შენი გვარი, ანთროპოლოგია და ცნობიერება ქართულია ანუ ამ ნაკადში შეხვედი. მოკლედ, აფხაზის სხვა ერად მიჩნევა არის ქართველი ერის დაშლის პროექტი და მთავარი განმაპირობებელი აფხაზეთის დაკარგვის. თუკი აფხაზი სხვა ერია თან ბუნებრივია იგი არის ავტოქტონი(მათი ავტოქტონობის უარყოფა ჩვენს მიერ, კიდევ უფრო მეტ სურვილს უჩენთ ჩვენგან წავიდნენ როგორც მატყუარა და ანტიაფხაზებისგან) მაშინ მას რატომ უნდა სურდეს სა-ქართველ-ოში ცხოვრება? მისი ბუნებრივი მიდრეკილება იქნება გასვლა საქართველოდან და ასეც მოხდა. ხოლო თუკი ერთერთი ის ტომი რომელმაც საქართველო შექმნა არ არის ქართველი, მაშინ რატომ არიან სხვა ტომები სიტყვაზე მეგრელები ან გურულები ქართველები? კონსტიტუციურ დონეზე უნდა დაზუსტდეს ვინ არის ქართველი და მათ შორის მკაფიოდ აფხაზიც უნდა ჩაიწეროს. ასეთი დებულება უნდა გაჩდეს: საქართველო დაარსა ქართველმა ერმა. ქართველი არის იმ ტომთა გაერთიანების შედეგად წარმოშობილი საერთო ეროვნება რომლებმაც საქართველო დაარსეს(აფხაზები, მეგრელები, სვანები, რაჭველები, იმერლები, გურულები, აჭარლები, ლაზები, მესხები, ქართლელები, კახელები, ჰერელები, თუშები, ხევსურები...). ქართველი და უცხოელი მოქალაქეები თანასწორები არიან.  პ.ს. ის, რომ აფხაზი ქართველი(და არა ქართველური) ტომად იყო მიჩნეული(ლინგვისტიკურ დახარისხებამდე) სულხან-საბას მოგზაურობა(XVII საუკუნე) ევროპიდანაც ჩანს(ქართველ ტომთა შორის აფხაზებსაც ასახელებს). წყარო: ტაბულა ავტორი: ლაშა ლაკერბაია
#აფხაზეთი
#სოხუმი
#აფხაზები
#sokhumidaily
0