6 votes
4 comments
0 shares
Save
6 views
Lucas Khutiashvili
Tbilisi · 1 year ago

თუ მიხვდებით :დ <3


Lucas Khutiashvili
Tbilisi · 1 year ago
Similar Posts
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 15 hours ago
მირიან ნიკოლაძე ნიკა გვარამიას - ნახალოვკელი "კაწრო" და გამომძიებელი "ბაწრო"
გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე განცხადებას ავრცელებს. მირიან ნიკოლაძე ელისო კილაძესა და ნიკა გვარამიას პასუხობს, რომლებმაც ტელევიზიაში მირიან ნიკოლაძის ხელწერილი წარადგინეს, სადაც საუბარი იყო, რომ გამოძიების დეტალებზე. ისინი აღნიშნავდნენ, თითქოს მირიან ნიკოლაძემ ჩაიბარა გიორგი შაქარაშვილის თეთრი ფერის ბოტასები გამოძიებისგან. როგორც მირიან ნიკოლაძე აღნიშნავს, „თქვე მართლა „თეთრ ბოტასიანებო“ თქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია“. „ნახალოვკელი „კაწრო“ და გამომძიებელი „ბაწრო“ რა მექნა მეტი ამ „სამოსან“ კაცს, გეხვეწე, გემუდარე ყველა გადაცემაში: „ნუ, იზამ, არ გემის ეგ საქმე, დაანებე თავი, ცოდვა ხარ თქო“, მაგრამ არ გამოვიდა. არ მინდოდა ასე დაგემთავრებინა, მაგრამ ვერ შევძელი. თქვენი ბოლო, რომ „თეთრი ბოტასები“ იყო, გული მიგძნობდა, მაგრამ მანამდე ჩემო გამოძიების „ბაწრო“, ერთი მძიმე და ნიშანდობლლივი დეტალია. როცა ოჯახის წევრი ბოლო იმედს შესციცინებს, რომ შვილი ცოცხალი იპოვოს, ის ემხრობა არა ბავშვის მოკვლის, არამედ მისი გადარჩენის ვერსიას. გიორგის აღმოჩენამდე არც ერთ წევრს ოჯახისას ბოლომდე არ სჯეროდა, რომ ვნადგურდებოდით. ამიტომ ვეძებდით მონასტრებში, მეტროსადგურებთან, მიმდებარე ფერდობებზე და კიდევ ბევრ ადგილას, ვიღებდით ვიდეო ფირების ჩანაწერებს, ვეკითხებოდით გამვლელებს, გვჯეროდა, რომ ჩანთა ბავშვმა დადო ხიდის ბურჯზე, ამიტომ ვებღაუჭებოდით ბოლო იმედს. სწორედ ამ დროს თქვა გიორგის ერთ-ერთმა ნათესავმა თქვენზე: „ლეშის სუნზე რომ გიენები დარბიან, ისე უნდათ ამათ, რომ ბავშვი მკვდარი აღმოჩნდესო“, რაზედაც ვუსაყვედურე და ახლა ვუხდი ბოდიშს. ვიდრე კომკავშირის ცეკას მდივანივით იჯდები სუფრის თავში, მუდმივად დაუწყებ შემთხვევის ადგილის ძებნას იქ, სადაც ბავშვი საერთოდ არ ყოფილა. მუდმივად დაიწყებ იმის მტკიცებას, რომ ბავშვი ხუთმეტრიანი ჯებირიდან გადავარდა წყალში და ამაზე მთელი ქვეყანა დაგცინებს. ვიდრე სისხლის სამართლის მასალები „თხა და გიგოსავით“ გეჭირება ხელში, მანამდე სუნთქვას შეაკვრევინებ ექვსი წუთით მთელ ქვეყანას და „მაღალი პროფესიონალიზმით“ დაუმტკიცებ, რომ ექვს წუთში „ყველაფერი დამთავრდა“. მერე დაგიწყებს დაზარალებული ხვეწნას-ნუ მირიცხავ მკვლელობის ვერსიას შენი უცოდინრობით და ხელს ნუ მიშლიო. ვიდრე სისხლის სამართლის საქმეებში განთავსებული გამომძიებლების სტანდარტული ათეულობით პატაკი გეგონება „მტკიცებულების განადგურების მცდელობა“, მანამდე პირველკურსელი იურისტების დაცინვის მსხვერპლი იქნები. ვიდრე წყალში ასფიქსიით გარდაცვლილ ბავშვზე (რომელიც ოჯახმა ჯერ კიდევ მესამე დღეს იცოდა), ექსპერტიზის მოსვლამდე მთელი სერიოზულობით ამტკიცებ, რომ მას „ოთხი დღე მანქანით“ დაატარებდნენ, მანამდე გააგრძელებ მუცლით მეზღაპრეობას და ბავშვები დაგცინებენ. მართლა მეზარება ახლა კიდევ ბევრი საცოდაობის წერა (დილით ადრე ვარ ასადგომი), მაგრამ გამოძიების სასწავლად ამ ეტაპზე ესეც გეყოფა. ახლა, რაც შეეხება შენს „საგამოძიებო ჯგუფს“. ელისო კილაძის იმედზე რომ იქნები, მერე ყველაფერი საკუთარ თავს უნდა დააბრალო. იმას რომ ვერ გაარკვევთ საქმეში რამდენი სამარშრუტო ტაქსი ფიგურირებს და რომელი რა მიმართულებით მოძრაობს, ბუნებრივია, „ხვალ მთელ ჭიათურას შემოივლით“ (თუ როგორც ბრძანა ქალბატონმა) თეთრპერანგიანი ადამიანების ძებნაში და ბოლოს მიხვდებით, შტერი თავი რატომ არ აძლევს ფეხებს მოსვენებას. მაგრამ ეგ არაფერი. გარდაცვლილი ბავშვის ბიძის თავისივე შვილის მკვლელთა დაფარვაში აღმოჩენილი „უტყუარი სამხილი“ -თეთრი ბოტასები, იყო ის, რაც რეალურად ხართ. კი ხართ ღირსები, საერთოდ რომ არ გითხრათ რა ხელწერილია და რის გამო შედგა, მაგრამ გეტყვით მერე ვიღაცა და შემდეგ გადაცემაში ისე „ჩაასწორებთ“, როგორც „ექვსი წუთის“ ამბავს, ვითომც აქ არაფერი მომხდარა. თქვე მართლა „თეთრ ბოტასიანებო“ თქვენ, ვიდრე სკანდალების კოცონზე დამწვავთ ვიდეო ფირებზე მაინც ნახეთ, ბავშვს რა ფერის ფეხსაცმელი აცვია. საკუთარმა დედამ, იმ დედამ, რომელსაც ყოველ ღამე თავიდან ჰკლავთ თქვენი მდარე მიდრეკილებების გამო, ჯერ კიდევ გიორგის ძებნის პროცესში გადმომცა, რომ კინოლოგიური სამსახურის მეშვეობით გვეძებნა ბავშვის კვალი, ხოლო საგამოძიებო მოქმედების შემდეგ დაგვიბრუნდა უკან, რასაც ადასტურებს „სკანდალური ხელწერილი“ (მაგის მთქმელს ნამუსი რომ არ აქვს ვიცი, მაგრამ დღეიდან სერიოზულადაც ნუ დაუჯერებთ რამეს, თქვენთვის ვიძახი). რას ვერჩი იმ ანგელოზივით მხატვრული ფილმის უწყინარ პერსონაჟს არ ვიცი, მაგრამ მთელი ქვეყანა, რომ დღეიდან ნახალოვკელ „კაწროზე“ და გამომძიებელ „ბაწროზე“ ისაუბრებს ეგ ვიცი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მარიამ კაჭკაჭაშვილი
Tbilisi, Georgia · 1 week ago
"როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს"
სულთმოფენობის წინა დღეა, შაბათი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველო და განსაკუთრებით - ლეჩხუმი, „ხვამლობის“ დღესასწაულს აღნიშნავს. ხვამლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებარეობს. „როცა ქვეყანა დაიმშეს, ხვამლმა არჩინოს“, “ოდეს ქვეყანას გაუჭირდეს, ხომლის მთამ გადაარჩინოს“ – „ქართლის ცხოვრებიდან“ მასზე საინტერესო ცნობები შემოგვრჩა. ამ მისტიკურ ადგილზე ბევრი მითი თუ ლეგენდა არსებობს. ბევრ იდუმალებას ინახავს და სწორედ ამაშია მისი ხიბლიც. მე და ჩემი მეგობრები 7 საათზე სურსათ-სანოვაგით დატვირთულები გზას დავადექით. მანქანაში მუსიკების ხმას ჩვენი სიცილის ხმა ფარავს. წინ 16 კილომეტრია. სპიდომეტრი 120 კმ/სთ-ს აჩვენებს. ხეთა ჯარს და ცხენისწყლის ხეობას უკან ვიტოვებთ. სულ მალე გამოჩნდა აბრა - „სოფელი ოყურეში“. გადასახვევთან პოლიცია დგას და ყველა შემსვლელ-გამომსვლელს აკონტროლებს. „ბევრი მანქანაა ზემოთ და ფრთხილად იარეთ“ - გვესმის მათი ხმა. მადლობის ნიშნად ვუღიმით და აღმართის ავლას ვიწყებთ. წელს გზა კეთილმოწყობილია. „საუკუნო პროექტის“ დასრულებამ სტუმრების ნაკადის ზრდაც გამოიწვია. რაც უფრო ზევით ავდივართ, ჰაერი მით უფრო გამჭირვალე ხდება და ყოვლისმომცველ სიჩუმეში, სიმწვანეში ჩაკარგული კირქვის კლდეები უფრო შთამბეჭდავი ჩანს. „ეს ხომ სწორედ ის ადგილია, სადაც ზევსის ბრძანებით მიაჯაჭვეს პრომეთე, რომელსაც ყორანი გულ-ღვიძლს უკორტნიდა მანამ, სანამ ჰერაკლემ არ დაიხსნა“ - გავიფიქრე და ამ მითებში ჩავიკარგე... გზაში საცობია და მოგვიწია, მანქანების გრძელ რიგში ჩავმდგარიყავით. ადგილზე კვლავ პოლიცია შევნიშნეთ. „ზემოთ მანქანის გასაჩერებელი ადგილი არ არის, სანამ არ ჩამოვლენ ვერ გაგიშვებთ“ - ასეთი იყო მათი ბრძანება. დავიგვიანეთ. როგორც წესი, „ხვამლობისთვის“ წინა ღამით ადიან და გათენებასაც იქ ელოდებიან. ნისლში გახვეული ხვამლის მთა მიმზიდველია. მზის ამოსვლასაც იქ თუ შეხვდი, გონებიდან ვერასდროს ამოიგდებ. მეგობრების უკმაყოფილო საახებს გავხედე. 2 საათი აქ მოცდას სჯობდა, ფეხით წავსულიყავით. „მე დაველოდები, თუ მალე გაგვიშვეს, გზაში დაგეწევით“ - საჭესთან მჯდომმა შეწუხებულმა ამოილაპარაკა. როგორც აღმოჩნდა, ხუთი კილომეტრი სამანქანო გზაზე უნდა გვევლო და ერთიც ტყეში. „სალოცავზე ფეხით ასვლას აქვს მადლი“ - გავიფიქრე გულში. მზე აცხუნებდა. აღმართი იმატებდა. ვგრძნობდი, როგორ მეწვოდა ზურგი და სახე. დროდადრო ვისვენებდით. ცხენებით მომავალ ბავშვებს ვუცქერდით, ღამენათევ ნაცნობებს ვესალმებოდით და დღესასწაულს ვულოცავდით. რამდენი საათი ვიარეთ, უცნობია. როგორც იქნა საკარვე ადგილს მივაღწიეთ. სწორედ აქ ბანაკდებიან მოლაშქრეები, როცა ხვამლზე ღამისთევით მიდიან. ცოტაც და სამანქანო გზა დასრულდა. თავი ტყეს შევაფარეთ. საცალფეხო ბილიკს უამრავი ადამიანი მიუყვება. ჩამომსვლელი და ამსვლელი ერთმანეთს გზას უთმობს. წირვის დამთავრებამდე ცოტა იყო დარჩენილი. პოლიცია მართალი აღმოჩნდა, სალოცავზე ათასზე მეტი მანქანა იქნებოდა. ერთი მთავარი აღმართი დარჩა და ხვამლის მისტიკური მთაც გამოჩნდა. ამოვისუნთქეთ. დაღლილობის მიუხედავად ტემპს ვუმატეთ და აი ისიც... ხვამლის მთა თავისი იდუმალი სილამაზით შემოგვეგება. ტაძრის ირგვლივ მოფუსფუსე ხალხი შორიდანვე შევნიშნეთ. გორაზე ავედით თუ არა ბალახზე წამოვწექით და ცას ავხედეთ. არ გაგვიმართლა, მოწმენდილია. ღრუბლები არ სჩანან. არადა ღრუბლიან ამინდში აქედან გახედვას არაფერი სჯობს. უყურებ შენს დაბლა მოძრავ ღრუბლებს და 2002 მეტრზე სამყაროც სხვაგვარი გეჩვენება. ცასთან ყველაზე ახლოს ვართ. ყველაფერი ხელისგულივითაა გადაშლილი. ერთმანეთში შერეული თოვლი და ნაადრევად გაშლილი ყვავილები საოცარი სანახავია. მიუხედავად ქვეყანაში არსებული სიტუაციისა, ხვამლის მთა მომლოცველებს ვერ იტევს. „სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვედი და საოცრებაა“, „პირველად ვარ, ემოციების დამალვა მიჭირს“, „ამ ადგილს ყოველ წელს ვსტუმრობ“, „მისით მონუსხული ვარ“... გახარებული ადამიანების ხმები აქა-იქ ჩამესმის. წირვას ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე უძღვება. სტიქაროსნები და მამაოებიც გვერდით უდგანან. სვანეთის მგალობელთა გუნდი მთელი გულით საგალობელს ასრულებს. მათ ხმას ცხვრების ბღავილი ერწყმის. ბაწარშებმული, ტაძართან ძალით რომ ამოჰყავთ. ქარია. სანთელი ძლივს ავანთეთ. მეუფემაც დაასრულა პარაკლისის გადახდა და თავზე ხელის დადებით დაგვლოცა. ახალგაზრდებმა ფანდური აახმაურეს და ლეჩხუმური სიმღერები გააცოცხლეს. ირგვლივ ჰარმონია სუფევს. ყველა გრძნობს, რომ უფალი ახლოსაა. ფოტოების გადაღებას და ამ დღის კადრებში გაცოცხლებას მოვრჩით. მოგონებები ჩვენს სკივრში გამოვკეტეთ. ქართველებს ხომ ყოველი დღესასწაულის აღნიშვნა გვჩვევია, გამონაკლისი არც ეს დღეა. დაღმართზე დაშვებისას დამწვარი მუხრუჭების სუნმა შეგვაშინა. სიცხისგან მანქანებს ბოლო ასდით. მზე ხვამლის მთის წვერზე მოქცეულიყო და სხივებს არ იშურებდა. თავი მდინარე ჯონოულს შევაფარეთ. მისმა ცივმა და ანკარა წყალმა დაღლილობა გადაგვავიწყა. ლეჩხუმური სუფრა მალევე გავაწყვეთ. საღამომდე ენაცვლებოდა ერთამენთს სადღეგრძელოები, ლექსები, სიმღერები... არც ხვამლის მთის ლეგენდები დაგვვიწყებია. „ეს ხომ მეფეთა განძთსაცავია“, „არგონავტების მოგზაურობის არეალია“, „უძველესი ობსერვატორიის ადგილია“, „მითებისა და რეალობის გზაგასაყარია“ - ვიხსენებთ ამ ყველაფერს და ჯერაც უცნობ, იდუმალ ხვამლის მთას გავყურებთ... საათი 11:00-ს უჩვენებს. სახლში დაბრუნებამდე ჩემი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავს. ხან დედა ეწერა და ხან - მამა. სასმელმა თავისი ქნა და ჩვენს კარგ გუნება-განწყობაზე იზრუნა. შინისაკენ დავიძარით. დღევანდელმა მოგზაურობამ საოცარი წუთები და წამები დაგვიტოვა. დაგვანახა, რომ “ხვამლობა“ წელს განსაკუთრებულია. თითქოს ექიმები, სახელმწიფოს წარმომადგენლები, ჟურნალისტები კი არა, ბუნება გვეუბნება, რომ ესეც გაივლის... თუ ხვამლის მთაზე ერთხელ მაინც ფეხს დადგამთ მიხვდებით, რომ ვირუსის ადგილი აქ არ არის. ეს ხომ სუფთა ჰაერის, ემოციებისა და უშიშარი, იმედით სავსე ადამიანების სამყოფელია. აქ, წამით მაინც, საერთო გასაჭირი დავიწყებას ეძლევა და საერთო რწმენა ბატონობს.##მოგზაურობა ##რეპორტაჟი ##კულტურა ##მისტიკა ##ნახელეჩხუმი
გიორგი
Tbilisi, Georgia · 3 months ago
იტალიელი მწერალი ევროპელებს: ჩვენ იტალიაში ვართ, და ეს არის ის, რაც ვიცით თქვენს მომავალზე
იტალიიდან გწერთ, რაც იმას ნიშნავს, რომ გწერთ თქვენი მომავლიდან. ჩვენ უკვე იქ ვართ, სადაც თქვენ რამდენიმე დღეში აღმოჩნდებით. დროის მდინარებაში, ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით გისწრებთ, ზუსტად ისე, როგორც ვუჰანია ჩვენს წინ რამდენიმე კვირით. გაკვირდებით, თქვენც ზუსტად ისე იქცევით, როგორც ჩვენ. სადღაც მათ შუაში ხართ, ვინც ამბობს: “ეს ხომ უბრალო გრიპია, რა საჭიროა ამხელა ამბავიო?” და ვინც უკვე ყველაფერს მიხვდა. აქედან, თქვენი მომავლიდან რომ გიყურებთ, ვიცით, ბევრი თქვენგანი, ვისაც სახლში გამოკეტვა ურჩიეს, ორუელს ან სულაც ჰობს ციტირებთ. მაგრამ ცოტა ხანში ამისთვის ვეღარ მოიცლით. პირველ რიგში, თქვენ ჭამას დაიწყებთ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ერთადერთი იქნება, რის გაკეთებასაც შეძლებთ. უამრავ ჯგუფს მოძებნით რჩევებით სავსეს – დროის ნაყოფიერად გატარებაზე. ყველა მათგანში გაწევრიანდებით, და რამდენიმე დღეშივე მიაგდებთ. თქვენი წიგნების თაროებიდან აპოკალიპტურ ლიტერატურას ჩამოალაგებთ, მაგრამ მალევე მიხვდებით, რომ არც ერთის წაკითხვის თავი არ გაქვთ. ისევ შეჭამთ. ვერც დაიძინებთ. თქვენს თავს ჰკითხავთ: რა ჭირს დემოკრატიას. განუწყვეტელი სოციალური ცხოვრება გექნებათ ონლაინ – მესენჯერი, უოთსაფი, სკაიპი, ზუმი… თქვენი ზრდასრული შვილები ისე მოგენატრებათ, როგორც არასოდეს; ყელში ბურთი გაგეჩხირებათ იმის გაცნობიერებაზე, რომ ზუსტად არ იცით როდის ნახავთ. ძველი წყენები და კამათი უმნიშვნელო მოგეჩვენებათ. იმ ხალხსაც კი დაურეკავთ, რომელზეც დაიფიცეთ, რომ არასოდეს ხმას არ გასცემდით და ჰკითხავთ: “როგორ ხარ?”. ბევრ ქალს სცემენ სახლებში. უსახლკაროებზეც ბევრს იფიქრებთ. უკაცრიელ ქუჩაში, მაღაზიაში გასული, თავს დაუცველად იგრძნობთ, განსკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ქალი ხართ. თქვენს თავს ჰკითხავთ, ნუთუ ასე ინგრევა საზოგადოებები. ნუთუ ეს ყველაფერი ასე სწრაფად ხდება? შემდეგ სახლში მისული ყველა ამ ფიქრს დაივიწყებთ და ისევ შეჭამთ. წონაში მოიმატებთ. ონლაინ ფიტნესკურსებს მოძებნით. იცინებთ. ძალიან ბევრს იცინებთ. იუმორს უბრალოდ ამოაფრქვევთ. ის ადამიანებიც კი, ვინც ყველაფერს ზედმეტად სერიოზულად აღიქვამდნენ, ცხოვრების, სამყაროს და ყველაფრის აბსურდულობაზე დაიწყებენ მსჯელობას. მეგობრებს და საყვარლებს შეხვედრებს მაღაზიის რიგებში დაუთქვამთ, რომ ფიზიკური დისტანცირების პირობებში მათ თვალი მაინც მოჰკრათ. თქვენს გარშემო ადამიანები მთელი სიაშკარავით გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს. ბევრი მოულოდნელობა გელოდებათ და ბევრშიც დარწმუნდებით. მუდამ ახალ ამბებში თავჩარგული ინტელექტუალები გაქრებიან, მათი აზრი მოულოდნელად უმნიშვნელო გახდება; ზოგი რაციონალიზაციაში იპოვის თავშესაფარს, რომელიც იმდენად მოკლებული იქნება ემპათიას, რომ მათ ადამიანები აღარ მოუსმენენ. და უცებ აღმოჩნდება, რომ ზუსტად ის ადამიანები, რომლებსაც ადრე ქედმაღლურად უყურებდით, გახდებიან სანდო, სარწმუნო, პრაგმატული და მომავლის განმჭვრეტნი. მათ ენდობით, ვინც ამ ქაოსს, უფრო დიდ პერსპექტივაში დაგანახებენ, როგორც სამყაროს განახლების ნიშანს, ისე. რაღაც დროიდან, ისინიც ყელში ამოგიყვანენ თავს: გასაგებია, პლანეტა უკეთ სუნთქავს CO2 ემისიების განახევრების გამო, მაგრამ როგორ უნდა გადაიხადო შემდეგი თვის კომუნალურები? ვერც იმას მიხვდები ახალი სამყაროს დაბადება გრანდიოზული ამბავია, თუ უბადრუკი. თქვენი ფანჯრებიდან და გაზონებიდანაც დაუკრავთ მუსიკას. “ეს იტალიელები!”, ალბათ ასე ამბობდით, როდესაც აივნებიდან მომღერალს გვხედავდით. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ერთმანეთის გამამხნევებელ სიმღერებს თქვენც იმღერებთ. და როდესაც “I will survive”-ს ჩართავთ, ჩვენ გიყურებთ და დაგიქნევთ თავს, როგორც ვუჰანის მაცხოვრებლები, თებერვალში თავიანთი ფანჯრებიდან რომ მღეროდნენ, გვიქნევდნენ თავს ჩვენ. ბევრი თქვენგანი იმ ფიცით დაიძინებს, რომ როგორც კი კარანტინი დასრულდება, პირველი რასაც იზამენ განქორწინების განაცხადის შევსება იქნება. ბევრი ბავშვი ჩაისახება. თქვენი ბავშვები სკოლაში ონლაინ ივლიან. თავს მოგაბეზრებენ, მაგრამ თან დიდ სიხარულსაც მოგანიჭებენ. ასაკოვანი ადამიანები თინეიჯერებივით დაუმორჩილებლები გახდებიან: მათთან ბრძოლა მოგიწევთ იმისთვის, რომ სახლიდან არ გაუშვათ, რადგან არ დაინფიცირდნენ და არ მოკვდნენ. შეეცდებით რომ არ იფიქროთ მარტოხელა გარდაცვლილებზე ინტენსიურ განყოფილებებში. მოგინდებათ ვარდის ფურცლებით მოფინოთ სამედიცინო მუშაკების თითოეული ნაბიჯი. გეტყვიან, რომ საზოგადეობა საერთო ძალისხმევით არის გაერთიანებული და თქვენ ყველა ერთ ნავში ხართ. მართალი იქნება. ეს გამოცდილება საბოლოოდ შეცვლის წარმოდგენას თუ როგორ აღვიქვამთ თავს – ინდივიდუალურად, თუ როგორც მთელის ნაწილს. მიუხედავად ამისა, თვაშისაცემი იქნება კლასობრივი განსხვავება. ლამაზ, ბაღიან სახლში გამოკეტვა, არ იქნება ისეთივე, როგორიც მჭიდროდ დასახლებულ ბინებში. არც სახლიდან მუშაობა და სამსახურის დაკარგვა იქნება ერთნაირი. ის ნავი, რომლითაც ეპიდემიის დასამარცხებლად ერთად იმგზავრებთ არ გამოიყურება ყველასთვის ერთნაირად, არც არის ერთი ყველასათვის: არც არასოდეს ყოფილა. რაღაც დროს მიხვდებით, რომ ძნელია. შეგეშინდებათ. თქვენს შიშებს ძვირფას ადამიანებს გაანდობთ, ან თქვენთვის შეინახავთ, რომ ისინი არ დაამძიმოთ. ისევ შეჭამთ. ჩვენ იტალიაში ვართ, და ეს არის ის, რაც ვიცით თქვენს მომავალზე. მაგრამ ეს მომავალი ადვილი განსაჭვრეტია. თუ ჩვენს მზერას შორეულ მომავალზე მივაპყრობთ, მომავალზე რომელიც უცნობია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვეძლება: როდესაც ეს ყველაფერი დამთავრდება, სამყარო არასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო. #news
ტური საქართველოში
Tbilisi, Georgia · 2 weeks ago
გომის მთა - პატარა სამოთხე პატარა გურიაში
მარშრუტი იწყება კურორტ გომისმთიდან და გადადის კურორტ ბახმაროში. კურორტი გომისმთა მდებარეობს ზღვის დონიდან 2100-2755 მეტრზე, ბახმარო 1950-2050 მეტრზე. მარშრუტის საწყისი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, საბოლოო წერტილი 1950 მეტრზე. გასავლელი მანძილი 40 კმ. უმაღლესი წერტილი 2614 მეტრი (მწ. მგლის საწოლი). ასაწევი სიმაღლე ჯამში 1470 მეტრი, ხოლო დასაწევი სიმაღლე ჯამში 1485 მეტრი. მარშრუტის გასავლელად საჭიროა მაღალი გამავლობის ავტომობილი. მარშრუტის გავლა შესაძლებელია ფეხითაც, ამ შემთხვევაში მარშრუტი გამოდის 2 დღიანი. ეს არის ადგილის,რომლის ნახვის შემდგომ აუცილებლად მიხვდებით,თუ როგორია ბუნებრივი სიმშვიდე სილამაზე და ჰარმონია.შესაძლებელია გურიის მთებში კარგი გასახიზნი ადგილი იპოვოთ! #goodplaces #travel
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 4 months ago
შეუმჩნეველი სილამაზე - რა ისტორიებს მალავს ძველი თბილისის სახლები. ორშაბათი - ყოველდღიური რუტინის დასაწყისი. დღე სამსახურით, სკოლით, უნივერსიტეტით ან უბრალოდ საოჯახო საქმეებით იწყება და მთელი სამუშაო დღეები ასე გრძელდება. დილის გადარბენები: საუზმე, ყავა , ჩაი, სკოლაში არ დავაგვიანო, ლექცია არ გამიცდეს, საცობი, 5 წუთში სამსახურში უნდა ვიყო და ამ დროს მანქანის სიგნალის გაბმული ხმა, ან უბრალოდ დღეს რა ვაკეთო? მოდი ისევ დავიძინებ. საღამოც იგივე… მუდმივი, ყოველდღიური რუტინა. მაგრამ, დღეს ისეთ სოციუმში ვცხოვრობთ დასვენებისა და სამუშაო დღეები ერთმანეთში არეული გვაქვს. ზოგისთვის შაბათ-კვირაა, ორშაბათია და ა.შ… ამ დროს თბილისზე მსოფლიოს სხვადასხვა გამოცემები წერენ. ტურისტებისთვის ერთ-ერთი ლამაზი, მიმზიდველი და საოცნებო ქალაქია. განსაკუთრებით, ძველი თბილისის ქუჩები მოსწონთ, რომლებიც ათას უცნობ თუ ნაცნობ ისტორიას ინახავს. სახლებს, ჯერ კიდევ ასდით სიძველის ოხშივარი. ჩვენი პერმანენტული ცხოვრების გამო, ვერც კი ვამჩნევთ და აღვიქვამთ იმ სილამაზეს, რომელსაც ჩვენი ქალაქი ატარებს. მხოლოდ წინ ვიყურებით და მანქანებით გადატენილ ქუჩებს ვამჩნევთ. იქნებ ერთხელ გვერდითაც გავიხედოთ, გავაფართოვოთ ხედვის არეალი და ჰორიზონტს გავცდეთ. მინდა რამდენიმე ისტორია მოგიყვეთ. გაგანდოთ ამბები, რომლებსაც ძველი თბილისის ულამაზესი სახლები ინახავს. შესაძლოა ამის შესახებ ბევრმა თქვენგანმა არც კი იცოდეს. ვცდი, თქვენი გონების გიდი გავხდე და ჩემთან ერთად, ამ ულამაზეს სახლებში ვამოგზაურო. თბილისის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, გ.ტაბიძის #18-ში მდებარე სახლი, რომელიც არამარტო სილამაზით, არამედ მისი ისტორიითაც გამოირჩევა. სახლი მე-20 საუკუნით თარიღდება. მესაკუთრეები კი სომეხი ბიზნესმენები, ძმები სეილანოვები იყვნენ. ისინი, ცნობილი არა მარტო მათი ბიზნეს საქმიანობით, არამედ ამ უნიკალური საცხოვრებელი სახლითაც გახლდათ. შიგნითა ფასადი, იმ დროს კარგად ცნობილ იტალიელ მხატვარს, ბენო ტელინგატერს მოუხატავს, რაც მაშინდელ თბილისში დიდი მოვლენა იყო. სადარბაზოს შესასვლელშივე შეხვდებით ზეთით მოხატულ მცირე ზომის პეიზაჟებს. თვალებს თუ ზემოთ მივაპყრობთ დავინახავთ მოდერნის სტილში მოხატულ ჭერს. ფასადი ბაროკოლურ ეკლექტიზმის ნიმუშს წარმოადგენს. შემდეგი გაჩერება კიბის მალები და ზედა სართულებია, რომლებზეც რევოლუციამდელი, დეკორატიული შპალერია გაკრული. სახლს, თავისი თბილისური ეზოთი, შუშაბანდებითა და დეკორაციებით, ძველი იერი იმდენად შენარჩუნებული აქვს, რომ თავი მართლაც მე-20 საკუნეში გეგონებათ. მიხვდებით, რომ დროში მოგზაურობა, ეს მხოლოდ ფენტეზის ნაწილი არაა. ძველი თბილისის ისტორიის ნაწილია მაჩაბლის #17 მდებარე სახლიც, რომელიც მიხეილ კალანტაროვს ეკუთვნოდა, პროექტის ავტორი კი არქიტექტორი, ღაზარ სარქისიანი გახლავთ. სახლს 2 მოხატული სადარბაზო აქვს. მთავარი შესასვლელი მავრულ სტილშია გაფორმებული, სტალაქტიტებით, შეისრული თაღებითა და ფერად ორნამენტებითაა მორთული. ინტერიერის დიზაინერს კიბის უჯრედებიც მსგავსად გაუფორმებია. გადავინაცვლოთ მეორე სართულზე, რომლის თაღიც მარმარილოთი მოუპირკეთებიათ. სამწუხაროდ, ზედა სართულის შუქფრანის ფერადი ვიტრაჟები დაკარგულია. ადრე, სადარბაზო მოჭიქულფილებიანი ღუმელით თბებოდა. განსაკუთრებით საინტერესოა, თუ ვისთვის აშენდა ან რეალურად ვინ ცხოვრობდა ამ სახლში? ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, მიხეილ კალანტაროვს სახლი, თავისი მეუღლის საპატივსაცემოდ აუშენებია. მას ძალაინ ჰყვარებია ოპერა, ამიტომ ეცადნენ სახლიც ოპერის შენობისთვის დაემსგავსებინათ. თურმე, აქ საღამოები და მეჯლისები იმართებოდა. ასევე, ამბობენ, რომ აქ, კალანტაროვებთან ერთად ცხოვრობდა, ცნობილი მხატვარი ნიკო ფიროსმანი. ამ სახლის ისტორია, ამით არ სრულდება. ის ბევრ, სხვა საიდუმლოებასაც ინახავს. თავის დროზე ამ სახლში ცხოვრობდა ლავრენტი ბერიაც. გადმოცემის თანახმად, მას სარდაფში ცნობილი ინტელიგენტები ჰყავდა დატუსაღებული. ისტორიები, ძველი თბილისის სახლებზე, რომლებიც ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, ამით არ სრულდება. თქვენ შეგიძლიათ განაგრძოთ მოგზაურობა თქვენსავე ქალაქში და აღმოაჩინოთ ძველი ქალაქის სხვა, თქვენთვის უცნობი საიდუმლოებები. #თბილისი #tbilisi #ძველითბილისი #სახლები #ისტორია #სახლი #tbilisidaily #goodplaces
კონემიკა საინფორმაციო
Tbilisi, Georgia · 1 month ago
სკანდალური პოსტი TBC ბანკის შიდა სამზარეულოს შესახებ
გუშინ, საღამოს, საქართველოს მოქალაქემ საკმაოდ სკანდალური პოსტი გაავრცელა თიბისი ბანკის შესახებ, რომელსაც ახლა თავიდანბოლომდე გთავაზობთ. ველოდები თქვენს აზრს ამ თემასთან დაკავშირებით. პოსტის ავტორი მეკო არსანიძეა. ,,მეგობრებო, თქვენ გესაუბრებათ გაღიმებული კონსულტანტი და გგონიათ მაგარი ტიპია რადგან მუშაობს "N1 ბანკში" ვეცდები ძალიან მოკლედ მოგიყვეთ რა ხდება TBC ბანკის შიგნით. 3 წელი ვიმუშავე თბს ბანკის ქოლცენტრში, აქედან ბოლო 2 წელი ონლაინ კონსულტანტი ვიყავი. ქოლცენტრში მისვლის პირველივე დღეს გაფრთხილებენ, რომ საჭირო ოთახში ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ვერ გახვალ, როცა შენ მოგინდება. უნდა ჩაეწერო რიგში, მორიგესთან რომელსაც ჯგუფის უფროსს ეძახიან, შენს მინაწერს ეს ზემოთ ხსენებული სავარაუდოდ დღის ბოლომდე ნახავს, რადგან განსახილველი აქვს სხვა განყოფილების უფროსმა რამდენჯერ უღალატა ქმარს. იწყება ტრენინგი, თეორიას გასწავლიან, შემდეგ გტოვებენ კლიენტთან, რომელსაც პრობლემა აქვს და შენ ვერ ეხმარები, იმიტომ რომ არ იცი! შემდეგ გაღიზიანებული კლიენტი გაყენებს პირად შეურაცხყოფას, გაგინებს და გიფიქსირებს პრეტენზიას. ამის შემდეგი გაჩერება უკეთეს შემთხვევაში განყოფილების უფროსის კაბინეტია, ხოლო უარეს შემთხვევაში საერთო სივრცე სადაც შენი ასამდე თანამშრომელი ზის და გამხეცებული უფროსი გაყენებს პირად შეურაცხყოფას, გლანძღავს და გიკივის, იმის გამო რომ რაღაცა არ იცი და დასახმარებლად როცა ჯგუფის უფროსს მიმართე ის ისევ მოღალატე ცოლს განიხილავდა. წლებთან ერთად სწავლობ საბანკო პროდუქტებს გვერდით მჯდომი ძველი თანამშრომლების დახმარებით, რომლებიც შენსავით ბულინგთან ერთად შარდის ბუშტის ანთებით იტანჯებიან. შემდეგ მოდის ახალი სეზონი, ბანკი გირიცხავს ანგარიშზე თანხას დანიშნულებით "წამახალისებელი ბონუსი", რომელიც სრულად უნდა გადარიცხო უფროსის ანგარიშზე, რათა "მაღალი რგოლი" გაემგზავროს ლოპოტაზე ან ციხისძირში. აქვე აღვნიშნავ რომ ზემოთ ხსენებული ფულის გათეთრების სქემა ამ წელს ჩავარდა რადგან მენეჯმენტი შეიცვალა და სავარაუდოდ ახალ უფროსთან "გაიასნებული" არ აქვთ ეს თემა. შენობაში არის ანტისანიტარია, ჩაბინძურებული სკამები და ტექნიკა. როდესაც თანამშრომელი რამეს დააშავებ ან უფროსს თვალში არ მოუხვალ უფროსი გიბარებს კაბინეტში და გაიძულებს საკუთარი ნებით დაწერო განცხადება. იანვარში განყოფილების უფროსმა კლიენტთან უწყინარი ხუმრობის გამო მომთხოვა განცხადების დაწერა(რისი უფლებაც თავად განყოფილების უფროსმა მოგვცა და ჩემი თანამშრომლები ბონუსით დაასაჩუქრეს ( ეს ბონუსი არ მიუთვისებიათ ოღონდ)) რაზეც რა თქმა უნდა უარი ვთქვი და მოვითხოვე დაეწერათ გათავისუფლება, ზემოთ მოყოლილიდან მიხვდებით რა სიტყვებით შემამკო უფროსობამ. განცხადება არ დავწერე,ზუსტად 10წუთში გამითიშეს ყველა საბანკო პროგრამა. ამის შემდეგ მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ რომ განცხადება უნდა დამეწერა, როცა მიხვდნენ რომ არ დავწერდი დამიბარეს და გამომიცხადეს, რომ სასჯელის ზომად განმესაზღვრა დაქვეითება, ისიც დროებით და შემდეგ არაა პრობლემა სხვაგან გადახვალო. (არქივში, ოღონდ კონკურსია იცოდე და თუ მოხვდები ეგეც კითხვის ნიშნის ქვეშ არისო) ამაზეც უარი ვთქვი, როგორც თავიდან მათავისუფლებდით ეხლა დამიწერეთ გათავისუფლება და წავალთქო. ამის შემდეგ მიგზავნიდნენ წერილებს, რომ სამსახურში არ გამოვცხადდი ( დაქვეითებულ პოზიციაზე) და შემიჩერდებოდა ხელფასის დარიცხვა. ამ პერიოდში გავიკეთე გლანდების ოპერაცია, მარტის დასაწყისში მივედი თბსის ქოლცენტრში თუმცა უფრისმა გასაუბრება არ მოისურვა. მივწერე კადრების განყოფილების თანამშრომელს, რომელიც ასევე ესწრებოდა ჩვენს შეხვედრებს და რომლის წინაშეც ჩემი მოძალადე უფროსები მეტად კეთილგანწყობილი მესაუბრებოდნენ , მოვიკითხე ჩემი საქმე, რაზეც პასუხად მივიღე გათავისუფლების დოკუმენტი სამსახურში არ გამოცხადების ნიადაგზე. რა თქმა უნდა მაქვს ფულის გათეთრების ამონაწერიც და აუცილებლად მივაწვდი შესაბამის სამსახურებს. მეგობრებო, ქოლცენტრში როცა რეკავთ ფსიქიკა შერყეული და შარდისბუშტ ანთებული ოპერატორი გპასუხობთ, რომელსაც ანაზღაურება 480 ლარი აქვს და კვირაში ერთი დღე ისვენებს. P.s ვიცი ამას არცერთი ჩემი ყოფილი თანამშრომელ- მეგობარი ვერც კი მოიწონებს(ალბათ რეაქციებს მიხვდებით ) არაუშავს მეგობრებო, მიხარია რომ თქვენი სათქმელიც ვთქვი, მართალია სრულად ვერა, მაგრამ მაინც."#news#opinion#business#tbc#tbcbank#სიახლე#სიახლეები#ბიზნესი#თიბისი #თიბისიბანკი Rustavi Tbilisi Kutaisi Batumi
Kato Malania
Tbilisi, Georgia · 3 months ago
How I met your mother
💥💥💥 ნეთფლიქსის მორიგი საოცრება გვთავაზობს უამრავ მიზეზს, რომლის გამოც მას აუცილებლად უნდა ჩავუჯდეთ. 1. 💥 ბარნი სტინსონი (სურათზე ნაჩვენები ქერა პერსონაჟი) - მისი სახელით უკვე ყველაფერი ნათქვამია და თუ უყურებთ მიხვდებით, ასევე იმასაც ნახავთ რამდენად fucking *wait for it* awesome არის იგი 2. ❓სერიალში მამა უყვება შვილებს თუ როგორ შეხვდა დედამისს და რეალურად დედა მეცხრე სეზონში ჩნდება. უყურეთ და იმასაც გაიგებთ თუ რატომ 3. 💫 ვხვდებით იდეალურ ბიჭს - ანუ ტედ მოსბის, რომლის გაცნობის შემდეგ ყველა გოგო მისნაირი ბიჭის ძებნას ვიწყებთ 4. ❤️ ვიგებთ როგორია ნამდვილი და უკვდავი სიყვარული ლილის და მარშალის წყვილის სახით 5. ⚡️ მივყვებით თითოეული პერსონაჟის საოცარ storyline ს #opinion #art #photo #netflix #tvseries #howimetyourmother #love #friendship #beauty #ჩაუჯექი #დარჩისახლში #დარჩითსახლში #დარჩი #დარჩიშინ #ნეთფლიქსი
+3
Gode Marr
Tbilisi, Georgia · 3 months ago
რა ხდება კარანტირში? კომენტარი კარანტინში მიმდინარე მოვლენებზე!
კორონა - დღე პირველი არ მინდა თავი მოგაწყინოთ კარანტიზე საუბრით მაგრამ თურმე საჭიროა. ბევრი შემეხმიანა, გაუკვირდათ რომ ვწერდი კარგი პირობებიაო. მე გეტყვით რა ხდება და მიხვდებით რომ საქართველოში უნდა დაბრუნდეთ. მოცდას აზრი არ აქვს, ნურაფერს ელოდებით, ჩამოდიით. კარანტინში და საქართველოში საშიში არაფერია. არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორაა მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის. მე პირადად ბათუმში აღმოვჩნდი, ფაქტიურად პირველი დღეა. სასტუმრო სპუტნიკი, დაგუგლეთ და ნახავთ. მშვენიერი სასტუმროა კარგი პირობებით, უკეთესი პირობები კარანტინისთვის კიარა დასვენებისთვის წარმოუდგენელია - დღეში სამჯერადი კვება - სისუფთავე და ჰიგიენური - ტელევიზორი და ინტერნეტი - ყავა / ჩაი, წყალი ყველა ოთახში მართალია გარეთ ვერ გადიხარ და არც უნდა გადიოდე :) წესით. თუ სამუშაო გაქვთ მაშინ იდეალური გარემოა ამ ყველაფრისთვის. შეგიძლიათ იმუშავოთ, ივარჯიშოთ, კარგად გამოიძინოთ, სწორი კვების რეჟიმში ჩაჯდეთ და ნათესავები და მეგობრები მოიკითხოთ. დღეს 6 მეტრიან ოთახში ალბათ 2 კილომეტრი ვირბინე თუ რამე გაკლიათ უთხარით ადმინისტრაციას და მოგართმევენ ;) კარებზე რომ მოგიკაკუნებენ ესეიგი სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს : ან სიცხეს გიკონტროლებს. (ფილმში გეგონებათ თავი პირველ დღეს:) ) ჩემი მეუღლე და 3 ბავშვი 11 დღეა არ მინახავს და კიდევ 2 კვირა ვერ ვნახავ, მაგრამ და მაგრამ განწყობაა მთავარი და ყველაზე მთავარი არ დაგავიწყდეთ - თუ კარანტინში რატომ ხართ, ამით იცავთ პირველ რიგში თქვენს ოჯახს და მერე სხვის ოჯახებსაც და საქართველოს. ისტორია: კარანტინში, რომ გაგვიშვეს 1 თვითფრინავის ხალხი 3 ავტობუსში გაგვანაწილეს, ხოდა ერთი მარნეულელი დარბის გამწარებული. მე იცი ვინავაროო, "ბიზმესმენი" ვარო სიმონო, ხოდა სიგარეტი უნდა მოვწიო არ მაინტერესებსო. ვაბშე აქ რამინდაო, ცხოველები ხო არ ვართო რომ შემოგვყარესო. მე არაფერი მჭირს და სახლში მივდივარო. ხოდა ახლა ზის ჩემს გვერდით ოთახში და მღერის გაუჩერებლად, ნერვებს იწყნარებს "ბიზმესმენი" საჭმელს რაც შეეხება, შეგიძლიათ შეუკვეთოთ, გადაიხადოთ და მოგართმევენ თუ არ მოგწონთ. სურათებში ნახავთ დერეფანს, ყველა ოთახთან საჭმელი დევს, ერთჯერადი თეფშებით და ჭიქებით. თუ გაქცევას დააპირებთ იქვე ეზოში გელოდებათ პატრული და 3 წლიანი პატიმრობაში მიგაცილებენ :)) აბა კარგი დასვენება. თუ არ გავერთიანდით ტოროლას ვერ დავამარცხებთ :)) ხოდა კიდევ დიდი მადლობა ყველას, ნაცნობებს თუ უცნობებს გამოხმაურებისთვის. არაფერი მჭირდება, ყავა და სადუღარა მაქვს კარგი ხალხის დახმარებით", - წერს გიორგი ნათენაძე "ფეისბუკში