გუგლმა Pinterest-ის კონკურენტი სოციალური ქსელი, Keen წარადგინა

0
სოციალური ქსელის, Google Plus-ის გაუქმებიდან 2 წლის შემდეგ კომპანიამ ახალი ამბიციური პროექტი, სახელწოდებით Keen წარმოადგინა. ახალი სერვისი თემატური ბარათების (ე.წ ქარდების) სისტემაზეა აგებული, რომელიც მომხმარებლებს ონლაინ ინტერესების მიხედვით აერთიანებს. Keen-ში ბარათების შერჩევის პროცესი გუგლმა ხელოვნურ ინტელექტს მიანდო.
გუგლის სტარტაპ-ინკუბატორ Area 120-ში შექმნილი ახალი სოციალური ქსელის ინტერფეისი დაფების (Keens) პრინციპით არის აწყობილი, რომელზეც შეგიძლიათ "მიაკრათ" სასურველი სტატიები, სურათები ან თემატურად თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი კონტენტი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, საკუთარი დაფა დამალოს ან ის ყველასთვის საჯარო გახადოს. სერვისის ალგორითმი, რომელიც მანქანურ დასწავლას იყენებს, მომხმარებელს პირადი კოლექციისთვის საინტერესო მასალას თავად შესთავაზებს.

#news #opinion #science #scientists #dailyscience Tbilisi

0