დექსამეტაზონი COVID-19-ის მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობის რისკს დაბლა წევს

0
გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო ექსპერტთა მიხედვით, დექსამეტაზონი, რომელიც იაფი და ადვილად ხელმისაწვდომი მედიკამენტია, სასიკვდილო ვირუსთან ბრძოლაში იმედისმომცემ შედეგებს იძლევა. მათი თქმით, სტეროიდის დაბალი დოზით მკურნალობის შედეგად ხელოვნური სუნთქვის აპარატსა და ჟანგბადზე მიერთებულ პაციენტებში სიკვდილის რისკი მნიშვნელოვნად შემცირდა. მედიკამენტი მსოფლიოში ყველაზე დიდმასშტაბიანი ტესტირების ფარგლებში გამოსცადეს, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ უკვე არსებულ მკურნალობათა ეფექტიანობას შეისწავლის. მკვლევრების ვარაუდით, დექსამეტაზონი გაერთიანებულ სამეფოში პანდემიის აფეთქებისთანავე რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი, 5 ათასამდე სიცოცხლის გადარჩენას შეძლებდნენ. წამლის სიიაფის გამო მედიკამენტით განსაკუთრებით იმ ღარიბმა ქვეყნებმა შეიძლება ნახონ სარგებელი, რომლებიც დღეს ვირუსით დიდი რაოდენობით ინფიცირებულებს უმკლავდებიან. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა მარტივად ემორჩილება მკურნალობას. თუმცა არიან ისეთი პაციენტებიც, რომელთაც ჟანგბადზე ან ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მიერთება ესაჭიროებათ. ისინი მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტები არიან და, როგორც ჩანს, მათ უკეთ გახდომაში დექსამეტაზონმა გადამწყვეტი როლი შეიძლება შეასრულოს.
#news
#opinion
#health
#forhealth
#stopcovid19
#coronavirus
#ახალიამბები
#კორონავირუსი
Tbilisi
0