Თბილისში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ათასს მიუახლოვდა

Tbilisi Daily

გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული კორონავირუსი 2 401 შემთხვევიდან, ყველაზე მეტი თბილისში გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება: თბილისი - 976 შემთხვევა აჭარა - 328 იმერეთი - 368 ქვემო ქართლი - 61 შიდა ქართლი - 135 გურია - 62 სამეგრელო - ზემო სვანეთი - 280 კახეთი - 70 მცხეთა-მთიანეთი - 31 სამცხე-ჯავახეთი - 55 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 35 ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 198, აჭარაში - 723. მძიმე პაციენტის რაოდენობაა 638, მათ შორის, თბილისში - 316, აჭარაში - 100. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 293 პირი - მათ შორის, თბილისში - 150, აჭარაში - 94. 2 446 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 127 - აჭარაში, ხოლო 822 - თბილისში. 8 397 პირი მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 160 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 682, აჭარაში-1 426. სულ, 6 ოქტომბრიდან - 4 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 12 110 პირი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 690 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 2 819 პირი, აჭარაში - 11 423, იმერეთში - 4 177.