აჭარაში კორონავირუსის 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი. ახალი სტატისტიკის შესახებ ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა. სტატისტიკის თანახმად, აჭარის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს723 პაციენტი,საკარანტინე სივრცეშია 1 426, კოვიდ სასტუმროებშია -1 127,თვითიზოლაციაშია11 423 პირი. რეგიონში 100 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.