აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა

Tbilisi Daily

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 18 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს. აღნიშნული მონაცემების თანახმად, ეპიდემიის დაწყების შემდეგ აშშ-ში კოვიდ-19-ის 18 029 528 შემთხვევაა დადასტურებული. ამასთან, ვირუსს ქვეყანაში 319 354 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.