⬆️ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა წალენჯიხასა და ჩხოროწყუს ეწვია, სადაც მიმდინარე გაზიფიკაციის სამუშაოებს გაეცნო.
⬆️მინისტრი ორივე დასახლებაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და გაზიფიცირებისა და სხვა სამთავრობო პროგრამებზე ესაუბრა.
⬆️ორივე მუნციპალიტეტი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული და ადგილობრივ მოსახლეობას ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა.