ჩვენი ამოცანაა, რომ ხვალინდელი დღიდან კორონავირუსთან თანაარსებობა უზრუნველვყოფთ-ფაშინიანი

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=142724 დამეთანხმეთ, შეუძლებელია ერთი წელი ჩაკეტილი ცხოვრება - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. სომხეთში კორონავირუსთან ბრძოლის დეცენტრალიზებულ მეთოდზე გადადიან. პაშინიანის თქმით, მსგავსი ნაბიჯი გამოწვეულია იმით, რომ სანამ ვაქცინას არ გამოიგონებენ მომავალ წლამდე კორონავირუსის ახალი შემთხვევები კვლავ გამოვლინდება. "ჩვენი ამოცანაა, რომ ხვალინდელი დღიდან კორონავირუსთან თანაარსებობა უზრუნველვყოფთ. დამეთანხმეთ, შეუძლებელია ერთი წელი ჩაკეტილი ცხოვრება. რომ გვცოდნოდა, ყველაზე მკაცრი ჩაკეტვის რეჟიმის დროს კორონავირუსს დავამარცხებდით, ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდით, მაგრამ ეს შეუძლებელია", - აღნიშნა პაშინიანმა. დღეიდან სომხეთში რიგი შეზღუდვები იხსნება, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა კვლავ არ იგეგმება. მუშაობას განაახლებს საბითუბო და საცალო ვაჭრობა, თუმცა არა დიდი ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები.