დღეს ''ლანჩხუთი'' ჩემპიონთა ლიგაზე შვედურ "როსენგარდს" დაუპირისპირდება

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

ქალთა საფეხბურთო კლუბი 'ლანჩხუთი' ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ბადის დღეს პირველ შეხვედრას გამართავს. 'ლანჩხუთის'მეტოქე შვედური 'როსენგარდი'იქნება. მატჩი მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე 14:00 საათზე დაიწყება. შეხვედრას ესტონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. ამ გუნდებს შორის განმეორებითი მატჩი უკვე შვედეთში 16 დეკემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ 'ლანჩხუთმა'პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლით შეხვედრაში დამატებით დროში 2-1 ყაზახური 'ოკჟეტეპსი'დაამარცხა ,ხოლო შემდეგ ისევ გასვლაზე რუმინულ ‘’ოლიმპია კლუჟს’’ 1-0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. გულშემატკივარს შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა კლუბის ოფიცალურ'ფეისბუქ' გვერდზე შეეძლება.