ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი
Batumi Daily
ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი გამოირჩევა თავისი კოლექციებითა და თითოეული ექსპონატის ისტორიული ღირებულებით. მუზეუმი ფუნქციონირებს 1994 წლიდან, ხოლო 1998 წელს, საქართველო-ბრიტანეთის ერთობლივი გათხრების შედეგად მისი კოლექციები გამდიდრდა. მუზეუმში დღეის მონაცემებით 13 000-ზე მეტი ექსპონატია დაცული.
მუზეუმში აჭარის მასშტაბით აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება, მაგალითად, ფიჭვნარის ნაქალაქარისა და კოლხური სამაროვანის პერიოდის რელიქტები.
აქ ფუნქციონირებს საგანმანათლებლო პროგრამებიც. "მუზეუმის მეგობარი" არის პროექტი, რომელიც მოსწავლეებს აძლევს საშუალებას, გადაიღონ თემატური ფილმები მუზეუმში დაცული ექსპონატების შესახებ და მოაწყონ კინოჩვენება.
მუზეუმი ჭავჭავაძის
#77
-ში მდებარეობს. თუ გსურთ აჭარის ანტიკურ ისტორიას გაეცნოთ, გაიგოთ მეტი რეგიონსა და ძველ საბერზნეთს შორის არსებული სავაჭრო და სოციალური კავშირების შესახებ, ან უბრალოდ დაათვალიეროთ ანტიკური ოქროს სამაჯურები, უნდა ეწვიოთ ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმს.
#არქეოლოგიურიმუზეუმი
#ექსპონატები
#ანტიკურიხანა
#BATUMIDAILY