"ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდის მერს კორუფციაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს

Tbilisi Daily

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ფრაქციის თავმჯდომარის ანა წითლიძის განცხადებით, ზუგდიდის მერის გეგა შენგელიას გადაწყვეტილებით, ყინულის სახლის მიმდებარე ტერიტორია გაიყიდა და კომპანია M2-ს ამის საფასურად უნდა შეესრულებინა რამდენიმე ვალდებულება, მათ შორის, თავისი ხარჯებით უნდა გადაეტანა ყინულის სახლი და ასევე, უნდა მოეხდინა ზუგდიდში პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაცია,თუმცა ვიდრე აღნიშნული კომპანია აუქციონს მოიგებდა, ყველა ზუგდიდელი მოატყუეს და აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს აწერს ქალაქის მერი, სატენდერო პირობები არის შეცვლილი და კომპანია M 2-ს ამ პირობებისგან არის გათავისუფლებული,რის შედეგადაც ზუგდიდის ბიუჯეტმა 300 000 ლარის ზარალი განიცადა. ოპოზიციის ლიდერმა ზუგდიდის რაიონულ პროკურატურაში აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება შეიტანა და აღნიშნა რომ ზუგდიდის მერსა და m2-ს შორის კორუფციული გარიგება შედგა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ფრაქციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის ბრალდებები უსაფუძვლო და რეალობას მოკლებულია. ასე გამოეხმაურა ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია ანა წითლიძის ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც ზუგდიდის მერი კომპანია M 2 -თან კორუფციულ გარიგებაშია შენგელიას თქმით, აღნიშნული კომპანია თავიდან შემოსული იყო საინვესტიციო ვალდებულებით, რომ სიმბოლურ ფასად მომხდარიყო მათთვის მიწის ნაკვეთის გადაცემა, სადაც ისინი განახორციელებდნენ რვა მილიონი დოლარის ინვესტიციას და ყინულის სახლს თავისი სახსრებით გადაიტანდნენ სხვაგან, რაშიც უნდა დაეხარჯათ სამი მილიონი ლარი, მაგრამ მერიამ გამართა კონსულტაციები სამოქალაქო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და მათ შორის ოპოზიციასთან. მიიღეს გადაწყვეტილება რომ აღნიშნული ქონება არა სიმბოლურ ფასად, არამედ შეფასებით გასულიყო აუქციონზე . აუქციონის შედეგად მერიამ მიიღო 7 მილიონ ორასი ათას ლარზე მეტი და M2-ს დაეკისრა ინვესტიციის განხორციელება, ხოლო მერიის ვალდებულებაში დარჩა ამ ყინული მოედნის დემონტაჟი. ამ ქმედებით ჩვენი გაცილებით მეტი ეფექტი მივიღეთ. რაც შეეხება, ინფორმაციას ტერიტორიის გაყიდვასთან დაკავშირებით, როგორც ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ განმარტა, M2 არ ყიდის და ეს აბსურდია. თუ გაყიდა და ვალდებულება არ შეასრულა, გადახდილი თანხა და მიწის ნაკვეთი დარჩება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.