ვინ არის რუსი ქალი , რომელმაც ახალგაზრდა ქალი მოკლა?
Kutaisi Daily
როგორც ცნობილი გახდა მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ქალი მასაჟისტია, ეროვნებით რუსი და იქვე ფარდულში მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. ტრაგედიის ადგილის დათვალიერების შემდეგ, პირველი ვისი სახლიც გაიჩხრიკა, ბრალდებულის საცხოვრებელი იყო, რომელთანაც თურმე მოკლული გოგო მეგობრობდა. სავარაუდოდ ძალოვნებმა კინოლოგების დახმარებით მიაგნეს დამნაშავის საცხოვრებელს. რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ამაზე ჯერ სამართალდამცავები არ საუბრობენ, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, ელისო ბრალდებულთან მეგობრობდა.
ერთ-ერთი მეზობელის ინტერვიუ
,,ახალი გადმოსულები იყვნენ იმ ბინაში ეს გოგონები. დაკავებული ვერა, საქართველოს მოქალაქეა, რუსეთიდნ იყო ჩამოსული და ქმართან ერთად ცხოვრობდა ფარდულში. მეუღლეს ბინა ჰქონდა დაგირავებული, პერიოდულად სოფელში იყვნენ და დროდადრო ჩამოდიოდნენ და იყვნენ იმ ფარდულში. ელისო მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობდა, სამწუხაროდ სახლში არ იყო, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა კარი რომ გააღო, სწორედ ამ დროს დაბრუნდა ელისოს მეგობარი გოგონა სახლში და ამ უძიმესი ფაქტის თვითმხილველი გახდა. მეზობლებმა დაახლოებით საღამოს 8 საათზე, გაიგეს წივილ-კივილის ხმა. ზაფხულია და ღია ფანჯრიდან ესმოდათ ხმები. რატომღაც არავის გაუჩნდა სურვილი, რომ მაშინვე დაერეკათ პოლიციაში. სამწუხაროდ, სხვის კედლებში რაც ხდება, ეს არ არის მეზობლის საქმე. სამსახურიდან რომ დავბრუნდი, რამდენიმე მეზობელი იყო შეკრებილი სადარბაზოსთან და ამბობდნენ, ბინიდან ქალი შველას ითხოვდა და ახლა ხმა არ ისმისო. ისეთი საეჭვო ვითარება იყო, მაშინვე მივედი იმ ბინაში, დავაკაკუნე, მაგრამ კარი არავინ გააღო, ამის შემდეგ დავრეკეთ 112-ში. გოგოს 14 თუ 17 ჭრილობა აქვს მიყენებული და როგორ იყვირებდა ხომ წარმოგიდგენიათ, მაგრამ არავის ჰქონია რეაგირება. ამბობდნენ ესმოდათ ყვირილი, გოგო შველას რომ ითხოვდაო.
მოტივზე ჯერ არაფერს ამბობენ, იმდენად წარმოუდგენელია მომხდარი, 2 თვის გადმოსულმა მეზობელმა შეგიფარა, ყავას გასმევს, დაბანის საშუალებას გაძლევს, გასადილებს, და ის ასე სადისტურად გაუსწორდა. ვფიქრობ, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები ხომ არ ჰქონდა? ეს კითხვა იმიტომ მიჩნდება, რომ ახალგაზრდა ქალს 17 ჭრილობა აქვს მიყენებული. გამოძიება დაადგენს ყველაფერს. მოკლულის შვილი ნათლიასთან და ახლობლებთან ერთად, სწორედ მაშინ დაბრუნდა სახლში, როცა პოლიციის მოსვლას ველოდებოდით, დაურეკა დედას და არ პასუხობდა, მივხვდით არ იყო კარგი ამბავი ბინაში და ბავშვი ბებოსთან გავუშვი, რომ აგვეცილებინა მისთვის მძიმე სურათი."
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
წყარო - კვირის პალიტრა
#სიახლე
#მკვლელობა
#kutaisidaily
#ახალიამბები