ინდოეთში სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა ხიდის ჩამონგრევას

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

დასავლეთ ინდოეთში, გუჯარათის რეგიონის ქალაქ მორბიში 30 ოქტომბერს სულ მცირე 68 ადამიანი ემსხვერპლა მდინარეზე გადებული საფეხმავლო ხიდის ჩამონგრევას, რის შემდეგაც ასობით ადამიანი წყალში ჩავარდა.  230 მეტრის სიგრძის ისტორიული ხიდი აშენდა მეცხრამეტე საუკუნეში, ბრიტანეთის მმართველობის დროს. ის ექვსი თვის განმავლობაში დახურული იყო, სარემონტო სამუშაოების გამო და მხოლოდ გასულ კვირაში გაიხსნა.  ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის თქმით - რომელიც სამდღიანი ვიზიტით იმყოფება თავის მშობლიურ გუტარათის რეგიონში - აცხადებს, რომ შესაბამისი უწყებები მობილიზებულია სამაშველო სამუშაოების ჩასატარებლად. https://www.radiotavisupleba.ge/a/32107818.html

Source: radiotavisupleba.ge