სამყაროს აღსასრულზე ფილმების მოყვარულები პანდემიას უკეთ გაუმკლავდნენ

Tbilisi Daily

ფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ სამყაროს აღსასრულზე ფილმების მოყვარულები შესაძლოა უფრო მომზადებულები იყვნენ კორონავირუსის პანდემიისთვის, ვიდრე სხვები. ასეთია კვლევის შედეგები, რომელიც ჩიკაგოს უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ჩაატარეს. მასში მონაწილეობა 310-მა მოხალისემ მიიღო, რომლებმაც სპეციალისტებს საყვარელი ფილმების და პანდემიის დროს საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მოუყვნენ. შედეგად, სპეციალისტებმა დადგინეს, რომ ისეთი ფილმების მძიმე სცენარი, როგორიცაა „ინფიცირება“, ადამიანებს კრიზის გადატანაში ეხმარებოდა. „თუ კარგ ფილმს უყურებთ, გითრევთ და გაიძულებთ სიტუაციას პერსონაჟის თვალით შეხედოთ, ამიტომ აუცილებლად თავში სხვადასხვა სცენარს ამუშავებთ. ჩვენი აზრით, ადამიანები სპეციალურად არ სწავლობენ ამას, მაგრამ ტუალეტის ქაღალდის დეფიციტს თუ არ ჩავთვლით, ყველამ უკვე იცოდა რა უნდა ეყიდა“, - განაცხადა ფსიქოლოგმა კოლტან სკრივნერმა. მისი თქმით, მხატვრული ფილმების გამო პანდემიის ისეთი კომპონენტები, როგორებიცაა კარანტინი და პროდუქტების დეფიციტი, ნაკლებად უცნაური ხდება. „ეს ასჯერ გვინახავს კინოში, ამიტომ ნაკლებად ვართ გაკვირვებულები. კინო ადამიანებს რთულ პერიოდში თავის ხელში აყვანაში ეხმარება“, - ამბობს სკრივნერი. მისივე თქმით, შემოქმედები აზროვნება იმ ბიოლოგიური მექანიზმის ნაწილს წარმოადგენს, რომელმაც ჩვენს წინაპრებს გადარჩენისთვის ბრძოლაში უპირატესობა მისცა. პანდემია ფილმები კვლევა TbilisiDaily