SPAR-იდან გაათავისუფლეს ადამიანი, რადგან არჩევნებზე დასაკვირვებლად ერთი დღე ითხოვა - ISFED

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

„სამართლიანი არჩევნებისა“ დირექტორის, ელენე ნიჟარაძის ინფორმაციით, სუპერმარკეტების ქსელის SPAR-ის თანამშრომლელი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რადგან მან არჩევნებზე დასაკვირვებლად ერთი დღე ითხოვა.  „ჩვენი ერთ-ერთი დამკვირვებელი SPAR Georgia -ს ჩოხატაურის ფილიალიდან მენეჯერმა სამსახურიდან საერთოდ გაათავისუფლა იმიტომ, რომ ამ ადამიანმა არჩევნებზე დასაკვირვებლად სამსახურიდან ერთი დღით გათავისფულება თხოვა“, - წერს ნიჟარაძე ფეისბუკზე და განაგრძობს: „ამას სასამართლოში გავასაჩივრებთ და არავის მივცემთ უფლებას დამკვირვებლები ასე დაჩაგრონ, მაგრამ SPAR Georgia ძალიან სამარცხვინოა, ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვო, არჩევნებზე დაკვირვების გამო“. ელენე ნიჟარაძე, ასევე, წერს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, დამკვირვებლების მიმართ აგრესია, თავდასხმა, შეურაცხყოფა, ფიზიკური შეხება ერთ-ერთ სერიოზული პრობლემა იყო. „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მიზანი აქვთ, რაც შეიძლება მეტად დასტრესონ დამკვირვებლები“. https://www.radiotavisupleba.ge/a/30927933.html #ახალი_ამბები #twitter