შინაგანი სისხლდენის 10 ნიშანი

0
შინაგანი სისხლდენების მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა, ანევრიზმის გახეთქვა, ექტოპიური ორსულობა, მოტეხილობები.თუმცა მისი აღმოჩენა საკმაოდ რთულია. ზოგ შემთხვევაში სისხლდენები იმდენად სახიფათოა, რომ შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშიც კი გახდეს. თუ გაქვთ შემდეგი სიმპტომები აუცილებლად მოიძიეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება: 1. თავბრუსხვევა 2. გონების კარგვის შეგრძნება 3. სისუსტე 4. დაბალი წნევა 5. დაბუჟება 6. სისუსტე სხეულის ერთ რომელიმე მხარეს 7. სუნთქვის უკმარისობა 8. ღებინება 9. დიარეა 10. წელის ტკივილი არის შენთხვევები, როცა შინაგანი სისხლდენის ლოკალიზაციის დადგენა მარტივია. მაგალითად მელენა(სისხლიანი განავალი) საჭმლის მომნელებელი სისტემიდან სისხლდენის მანიშნებელია, თუ შენიშნავთ ნაღებინებ მასაში სისხლის ზოლებს ან ყავის მარცვლების მსგავს ბურთულებს, ეს ნიშნავს რომ კუჭშია სისხლდენა, ქალა ფუძის მოტეხილობა შეიძლება თვალების ჩალურჯებით, ყურებიდან, ცხვირიდან სისხლდენით გამოიხატოს. დიაგნოსტირებისთვის აუცილებელია რენტგენი, ct კვლევა რათა შემთხვევებში როცა გარეგნული სისხლისდენა არაა გამოხატული დადგენილ იქნას ლოკალიზაცია და მოხდეს დროული ჩარევა სიცოცხლის გადასარჩენად.
0