1- 1924 წლის 24 იანვარს, ვლადიმერ ლენინის გარდაცვალებიდან მესამე დღეს, ცნობილმა რუსმა არქიტექტორმა ალექსეი შუსევმა საბჭოთა მთავრობისაგან სპეციალური დავალება მიიღო - სასწრაფოდ, სამ დღეში უნდა დაეპროექტებინა და აეშენებინა დროებითი მავზოლეული ვლადიმერ ლენინისათვის. ალექსეი შუსევმა მთელი ღამე იმუშავა და დილისთვის პროექტი უკვე მზად იყო, რომელიც მთავრობამ დაუყოვნებლივ დაამტკიცა. თავიდან ხისგან აშენებული მავზოლეუმი , შემდგომ მარმარილოს „ზიკურათით“ ჩანაცვლდა რაც დღემდე დგას კიდეც.
2- ლენინის სხეულის ბალზამირებაზე მუშაობდნენ: პათ ანატომები: ვლადიმერ ვორობიოვი და ბორის ბარსკი. ვორობიოვი თავიდან მხოლოდ ერთეული სხეულის ნაწილების ბალზამირებით იყო დაკავებული, რომელსაც ის შემდეგ სპეციალურ, სამედიცინო საკვლევ ინსტიტუტებს უგზავნიდა. მთლიანი ადამიანის სხეულის ისე დამუშავება კი, რომ მას თან გარეგნობაც კარგად შეენარჩუნებინა( თან თავად ლენინის) ძალიან რთული და საპასუხისმგებლო აღმოჩნდა.
3- ბორის ბარსკის ჰქონდა პრობლემები მაშინდელ ხელისუფლებასთან, ხოლო მისმა დამზადებულმა ბალზამმა მას კიდევ დიდხამს შეუნარჩუნა სიცოცხლე, მან ბალზამის გარშემო შექმნა ლეგენდა, რომ ის იმდენად სპეციფიკური ნივთიერებების და ტექნიკის შედეგი იყო და რომ არა თავად ბარსკი , ბალზამს სხვა ვერავინ დაამზადებდა. ეს მითი შექმნილი იყო იმისთვის რომ „ენკავედეს“ ბარსკისთვის ხელი არ ეხლო.
4- მეორე მსოფლიო ომის დროს, მოსალოდნელი საფრთხის გამო, მავზოლეუმი შენიღბეს , ხოლო თავად ლენინის მუმია, ქალაქ ტიუმენში გადააგზავნეს. ბევრი დეტალი უცნობია თუმცა ერთი რამ გახდა საჯარო: ტიუმენში ბევრი სტერილური წყლის დეფიციტის გამო, მისი გადმოტანა თვითმფრინავით, ნოვოსიბირსკიდან ხდებოდა გაგანია ომის დროს .
5- დღესდღეისობით, სპეციალისტთა ჯგუფი, რომელიც ზუნავს ლენინის მუმიის შენახვაზე და აკონტროლებს მთლიან მავზოლეუმს, -“მთლიანად რუსეთის სურნელებათა და მცენარეთა საკვლევი ინსტიტუტის“-ოფიციალურ დაქვემდებარებაშია, ეს დაწესებულება მკვეთრად შეუვალი და გასაიდუმლოებულია, მათ მედიას მხოლოდ ერთხელ, 90-იან წლებში მისცეს გადაღების უფლება და ისაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ, რადგან მაშინ ძალიან უჭირდათ.
6- ლენინის მუმიას გარკვეულ პერიოდში ერთხელ ამუშავებენ, ტანსაცმელს უცვლიან და თავის ადგილას აბრუნებენ ხოლმე. ასევე არსებობს ოფიციალური ინფორმაცია , რომ არსებობს მეორე საცდელი გვამი, რომელიც იმისთვის გამოიყენება რომ სანამ ლენინის სხეულს შეეხება რამე მედიკამენტი მანამდე ამ გვამზე გამოცადონ. (ერთგვარი ლენინის დუბლიორი)
7- ოფიციალურად მავზოლეუმი სახელმწიფო ბალანსზეა, თუმცა მას არ აკლია შემოწირულობებიც.
8- მავზოლეუმში თავად არის მოწყობილი ლაბორატორია, ლენინი არასდროს გააქვთ გარეთ და მას ადგილზევე უტარებენ საჭირო პროცედურებს. მეცნიერთა ჯგუფი კი რომელიც ამ საქმეზე მუშაობს, დიდი გამოცდილების: ანატომები, ბიოქიმიკოსები და კისტალოგები არიან.
9- ლენინს ტვინი ამოცლილი აქვს და ის მოსკოვშივე მდებარე საკვლევ ცენტრში მდებარეობს.