სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ციხიდან 70-მდე პატიმარი გაიქცა

Tbilisi Daily

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ქალაქ მალმსბერიში მდებარე ციხიდან 69 პატიმარი გაიქცა, - ამის შესახებ BBC წერს. 61 გაქცეული საკნებში უკვე დააბრუნეს, 8-ის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე პატიმარმა ციხის სამი ზედამხედველი საკანში გამოკეტა და დანარჩენ პატიმრებს საკნები გაუღო. სამართალდამცველები მოსახლეობას აფრთხილებენ, საკუთარი ძალებით არ სცადონ გაქცეული პატიმრების დაკავება. ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც ციხის მიმდებარედ, ავტომობილში იყო, გაქცეულ პატიმრებს ვიდეო გადაუღო.