ეს არის ფაქტობრივად დიქტატურა - გოცირიძე ხუნდაძის კანონპროექტზე

Pirveliradio Ge

http://pirveliradio.ge/?newsid=143897 ეს არის ფაქტობრივად დიქტატურა - ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გააკეთა. მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას იყენებს და ცდილობს ავტორიტარული მმართველობა დაამყაროს. "ეს არის წარმოუდგენელი რამ, რომ მთავრობას შეეძლოს გააჩეროს ეკონომიკა, ჩაკეტოს ხალხი სახლში, დაკეტოს საწარმოები, გადაკეტოს ქალაქები და სხვა - ეს არის ფაქტობრივად დიქტატურა. მეტი რა უნდა უწოდო ამას, როდესაც მთავრობას ასეთი შესაძლებლობები ეძლევა", - აცხადებს გოცირიძე.