Post

Kutaisi Daily

ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე პერფორმანსი სახელწოდებით "გააპარტყუნე ყურები" გაიმართა. სანახაობის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია "უბან- არტი" იყო, რომელთა წარმომადგენლებმა მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად ყურის ფორმები მიიტანეს, რაც მათი განსაზღვრებით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან უუნარობის გამოვლინებას მიეძღვნა... "ერთი წელია ხელოვნების პარკის მოწყობას ვითხოვთ, სადაც იქნებოდა გალერეა, მუზეუმები და საგანმანათლებლო დაწესებულებები. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჩვენს მოთხოვნაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ცენტრალურ ხელისუფლებასაც მივმართეთ, თუმცა შედეგი არც ამან გამოიღო. ამ აქცია-პერფორმანით ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებთ გააპარტყუნონ ყურები სანამ დროა", - ამბობს "უბან-არტის" ხელმძღვანელი ხვიჩა დოღონაძე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელბი ქალაქის ტერიტორიაზე ხელოვნების პარკისთვის ტერიტორიის გამოყოფას მოითხოვენ. მათი თქმით, ხელოვნების მოყვარებულებს სამოქმედო არეალი სჭირდებათ, სადაც საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას მოახდენენ. ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ტერიტორია, რომელსაც აქცის მონაწილეები ითხოვენ ადგილობრივი თვითმართველობის ბალანსზე არ არის. შესაბამისად, ტერიტორიის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების უფლება მათ არ გააჩნიათ.. #ქუთაისი #ქუთაისისმერია #აქცია #პერფორმანსი #უბანარტი #kutaisidaily