სწავლის განახლების რა მოდელებს განიხილავს განათლების სამინისტრო?
Tbilisi Daily
სექტემბრიდან მოსწავლეთა რაოდენობის განტვირთვის მიზნით, სწავლა შეიძლება დღეგამოშვებით განახლდეს ანუ რამდენიმე დღეს სასწავლო პროცესი იქნება სკოლის სივრცეში, დანარჩენ დღეებში კი დისტანციურად გაგრძელდება. ეს ერთი-ერთი ვერსიაა. ახალ სასწავლო წელს, სკოლის სივრცეში სწავლის განახლების რამდენიმე მოდელი განიხილება. რაც შეეხება მეორე ვერსიას, შესაძლოა, პრიორიტეტი მიენიჭოს დაწყებითი საფეხურის კლასებს. განსაკუთრებით კი პირველ და მეორე კლასებს, რომ ისინი ყოველდღიურად იყვნენ სკოლაში, უფროსკლასელები კი კვირაში რამდენიმე დღით ისწავლიან სკოლის შენობაში.
აჭარის განათლების მინისტრის მაია ხაჯიშვილის თქმით, ამ ვერსიებს განიხილავენ საქართველოს განათლების სამინისტროში და საბოლოო გადაწყვეტილება 20 აგვისტოს უნდა იყოს ცნობილი.
ხომ არ დადგებიან გარკვეული სირთულეების წინაშე ის სკოლები, სადაც ორი ცვლაა? - მაია ხაჯიშვილი ამბობს, რომ ორცვლიანი სკოლებიც იმავე პრინციპით იმუშავებენ, რაზეც საუბარია ამ ორ მოდელში.
მინისტრის თქმით, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში.