რუსეთში კორონავირუსის 6 065 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 144 ადამიანი გარდაიცვალა

Tbilisi Daily

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 6 065 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 1 097 251-ს მიაღწია , - ამის შესახებ ინფორმაციას კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით რუსეთში კიდევ 144 ადამიანი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვმა, საერთო ჯამში, 19 339-ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ - 19-სგან 906 462 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულების რაოდენობით, აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ რუსეთი მეოთხე ადგილზეა.