ოკუპირებულ აფხაზეთში COVID19-ის 113 შემთხვევა გამოვლინდა

Tbilisi Daily

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგანგებო შტაბის სტატისტიკაზე დაყრდნობით, გუდაუთის კლინიკის სტაციონარში COVID19-ით ინფიცირებული 148 პაციენტი იმყოფება. მათ შორის კრიტიკულად მძიმეა 26-ის მდგომარეობა. ოკუპირებულ აფხაზეთში ჯამში 3 952 ადამიანია ინფიცირებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.