პოლიციამ ყაჩაღობის ბრალდებით ხაშურში ორი პირი დააკავა

ByOn.geGeorgia
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ხაშურში, ცხელ კვალზე ორი პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულებმა ხაშურის მუნიციპალიტეტში მდებარე ავტოგასამართი სადგური "გალფის" ოპერატორს ცივი იარაღის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით თანხა გასტაცეს.
#News
ByOn.geGeorgia
0