საბერძნეთში ზაფხულში ტურისტებს მიიღებენ
Headline
ხარის თეოხარისმა - საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა 2020 წლის ზაფხულთან დაკავშირებით ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ქვეყანაში ტურისტებს ამ ზაფხულს მიიღებენ. თუმცა ისინი დაიცავენ ყველანაირ პირობას და ასევე სოციალურ დისტანციას.
როგორც თეოხარისი აცხადებს, შეცვლილი იქნება მოგზაურობის წესები და დაწესდება დამატებითი მოთხოვნები ტურისტებისა და მათი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.
„ჩვენ 50 წელიწადზე მეტია ვიღებთ ტურისტებს და გვინდა, კვლავ ვაჩვენოთ ეს სტუმართმოყვარეობა. საბერძნეთი უსაფრთხო ქვეყანაა, მაპატიეთ, მაგრამ თქვენს ქვეყანაზეც უსაფრთხო“- განუცხადა საბერძნეთის ტურიზმის მინისტრმა „ბიბისის“.
წყარო -BBC
#საბერძნეთი
#ტურიზმი
#პანდემია
#კორონავირუსი