ხელისუფლებას ვაქცინის მიღებაზე მოლაპარაკებები არ დაუწყია

Tbilisi Daily

მმართველი გუნდი მტკიცებით ფორმაში აღარ ამბობს, რომ ქვეყანა ჯანმოს მიერ აღიარებულ ვაქცინებს თებერვლის ბოლოს მიიღებს.  ამ განცხადების გაკეთება თამარ გაბუნიას მას შემდეგ მოუწია, რაც მმართველი გუნდი გენეტიკის ეროვნულმა ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ამხილა.  გიორგი ჩალაძის მიერ „მთავარი არხისთვის“ გადაცემული დოკუმენტით ირკვევა, რომ ხელისუფლებას ვაქცინის მიღებაზე მოლაპარაკებები არ დაუწყია და კოვაქსში, სადაც ბიუჯეტის ფული გადაირიცხა, ფაიზერის ვაქცინა საერთოდ არ არის.  მმართველი გუნდის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე პირებისთვის ერთის დასტურია, შეთანხმებული პოზიცია არც მმართველ გუნდში აქვთ და რაც მთავარია, არ აქვთ სამოქმედო გეგმა. ხელისუფლებას კი საკუთარი უსუსურობის დამალვა უნდა და სწორედ ამიტომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს, თითქოს საუკეთესო პრეპარატის მისაღებად მუშაობს.  ხელისუფლებას ტყუილში ამხელს გიორგი ფხაკაძეც, რომელიც ჟენევაში მცხოვრები ქართველი ექიმია. მისი თქმით, ახლა ყველაფერს პოლიტიკა და ბიზნესი წყვეტს, საქართველოს ხელისუფლებას კი არ აქვს უნარი პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით მიიღოს პრეპარატი, რომელსაც ქვეყანა ელის და მხოლოდ კოვაქსის გადაწყვეტილების იმედადაა.  კოვაქსის გადაწყვეტილებასთან ერთად კიდევ ერთი იმედია - პირველი რიგის ქვეყნების კეთილი ნება. საქართველომ შესაძლოა ვაქცინა მიიღოს, თუ ის ქვეყნები, რომლებმაც დიდი ოდენობით და ჭარბი რაოდენობით პრეპარატი შეიძინეს უკან დააბრუნებენ და ეს სხვა პატარა და მესამე რიგის ქვეყნებზე გადანაწილდება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე,სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სიახლეებსა და ბლოგებს. #კორონავირუსი #ახალიამბები #ვაქცინა #საქართველო #GeorgiaDaily