გოჩა ლორთქიფანიძე: აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება 21 იანვარს გვეცოდინება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო 21 იანვარს გამოაცხადეს გადაწყვეტილებას აგვისტოს ომის საქმეზე, რომელშიც საქართველომ 700 მტკიცებულება წარადგინა. უწყების საქმიანობის 2020 წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე გოჩა ლორთქიფანიძე ასევე შეეხო რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმეზე, რომელსაც ასევე სტრასბურგის სასამართლო იხილავს - მისი სიტყვებით, ამ საქმეზე 2020 წლის დეკემბერში მიღებულია შუალედური რეზოლუცია. „მცირე წინსვლა გვაქვს, რადგან რუსეთი თანხის გადახდის ნაწილში დათანხმდა ევროპის საბჭოს შუამავლობას და იმედი გვაქვს, რომ მცირე წინსვლა დიდ პროგრესში აისახება“, – განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ. უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო  თანამშრომლობას აგრძელებს ჰააგის სასამართლოსთანაც: „ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ პასუხისმგებლობა დადგეს იმ დანაშაულებისთვის, რაც საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არის მიმართული“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. https://www.radiotavisupleba.ge/a/31020002.html #ახალი_ამბები #twitter